ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილების შემდეგ, მჭიდროდ ვიმუშავებთ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე დასაწინაურებლად

ნახვები: 470 ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილების შემდეგ, მჭიდროდ ვიმუშავებთ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე დასაწინაურებლად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო ევროპულ საბჭოსთან მჭიდროდ იმუშავებს ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მჭიდროდ ვიმუშავებთ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად. შეხვედრაზე კვლავ აღვნიშნე საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით დაუღალავი მუშაობისადმი“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა