მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ხავიერ კოლომინა - საქართველოს მიმართ ამ ისტორიულ სამიტზე დიდი ყურადღება იყო მიპყრობილი

ნახვები: 432 ხავიერ კოლომინა - საქართველოს მიმართ ამ ისტორიულ სამიტზე დიდი ყურადღება იყო მიპყრობილი

გავაგრძელებთ არსებით პაკეტზე მუშაობას, რაც საქართველოსთან ჩვენი თანაშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი ჩარჩოა საჰაერო თავდაცვის, დაზვერვის, კრიზის მენეჯმენტის, კიბერუსაფრთხოების კუთხით, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენლმა ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-ს მადრიდის სამიტზე საქართველო საკმაოდ წარმომადგენლობითად მონაწილეობდა.

„საქართველო საკმაოდ წარმომადგენლობითად მონაწილეობდა მადრიდის სამიტზე, პრემიერ-მინისტრი, რომელიც შავი ზღვის რეგიონზე ფოკუსირებულ შეხვედრას ესწრებოდა, სამიტის მეორე სესიაზე, რადგან ეს არის ნატო-სთვის სტრატეგიული არეალი. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსთან, დავადასტურეთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ბუქარესტში 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ შევთანხმდით და მივიღეთ გადაწყვეტილება საჭიროებებზე მორგებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რაც მოიცავს თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულებას. ჩვენ გავაგრძელებთ არსებით პაკეტზე მუშაობას, რაც საქართველოსთან ჩვენი თანაშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი ჩარჩოა საჰაერო თავდაცვის, დაზვერვის, კრიზის მენეჯმენტის, კიბერუსაფრთხოების კუთხით. ჩვენ ასევე დავამატეთ ახალი მიმართულებები, გავზრდით ერთობლივი სწავლების რაოდენობას, რაც შესაძლებელია ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდეს, ნაცვლად სამისა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სწავლებები ძალიან ცოტა პარტნიორთან ერთად გვაქვს, რაც პარტნიორობის მაღალ დონეს აჩვენებს. საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ ხაზს ვუსვამთ ევროკავშირთან თანამშრომლობის საჭიროებას. რომ შევაჯამთ, იმის გათვალისწინებით, რამდენი ყურადღება იყო მიპყრობილი საქართველოს მიმართ ამ ისტორიულ სამიტზე, ვიტყოდი, რომ ეს ქვეყნისთვის იყო წარმატებული“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა