მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

დღეიდან უკრაინამ რუსეთთან სავიზო რეჟიმი აამოქმედა

ნახვები: 433 დღეიდან უკრაინამ რუსეთთან სავიზო რეჟიმი აამოქმედა

პირველი ივლისიდან უკრაინამ რუსეთთან სავიზო რეჟიმი აამოქმედა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი დეინეკომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“დაწერა.

„დღეიდან საზღვარზე ამოქმედდა მთავრობის გადაწყვეტილება რუსებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ. სავიზო რეჟიმი ასევე საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოება. ამიერიდან რუსეთის თითოეულ მოქალაქეს მოუწევს, წინასწარ დაასაბუთოს უკრაინაში გამგზავრების მიზანი. თუმცა, მინდა, გავაფრთხილო რუსეთის მოქალაქეები: იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიზას მიიღებთ, ნუ მოდუნდებით! ეს არ უზრუნველყოფს უკრაინაში დაუბრკოლებლივ შესვლას, რადგან ვიზის მფლობელები უნდა პასუხობდნენ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის სხვა პირობებსაც. მესაზღვრეები მათ აუცილებლად შეამოწმებენ. დასაბუთებული საფუძველის არსებობის შემთხვევაში კი, ვიზა ადგილზევე გაუქმდება“, – წერს დეინეკო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა