ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

პრორუსული ალტ-ინფოს ლიდერები, ზურა მახარაძე და ირაკლი მარტინენკო, სავარაუდოდ ღამით დააკავეს

ნახვები: 494 პრორუსული ალტ-ინფოს ლიდერები, ზურა მახარაძე და ირაკლი მარტინენკო, სავარაუდოდ ღამით დააკავეს

ალტ-ინფოს ლიდერებ, ზურა მახარაძე და ირაკლი მარტინენკო, სავარაუდოდ დააკავეს. წინა წლის მსგავსად ძალადობრივი ჯგუფის ლიდერები და მათი მხარდამჭერები თბილისი პრაიდის კვირეულის ჩაშლას ცდილობდნენ და იქ მივიდნენ, სადაც 2 ივლისს პრაიდ ფესტი უნდა გაიმართოს.

ზურა მახარაძე ამბობდა, რომ დაშლას არ აპირებდნენ. მოგვიანებით, ისინი პოლიციელებს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც რამდენიმე პირი შსს-ს მანქანაში ჩასვეს.

თბილისი პრაიდის მისამართით მუქარის გამო ზურა მახარაძე და კოკა მორგოშია 27 ივნისს გამოკითხვაზე დაიბარეს. მიუხედავად იმისა, რომ წელს ღირსების მარში არ გაიმართება, მოძალადეები ამბობენ, რომ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას არც დახურულ სივრცეში დაუშვებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვირეულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სამივე ღონისძიებაზე მონაწილეთა უსაფრთხოებას დაიცავენ. მოძალადეებს კი მოუწოდებენ, კანონი დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათივე თქმით, "სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება".

 

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა