მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

შალვა პაპუაშვილი - ჩანს, რომ არის პოლარიზაციის გაღრმავება, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს ქართულ პოლიტიკას

ნახვები: 436 შალვა პაპუაშვილი - ჩანს, რომ არის პოლარიზაციის გაღრმავება, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს ქართულ პოლიტიკას

საერთო ჯამში, ჩანს, რომ არის პოლარიზაციის გაღრმავება, რომელიც კიდევ ერთხელ საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს ქართულ პოლიტიკას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არეულობა, საბოლოო ჯამში, აწყობს რუსეთს და არ აწყობს ევროპას.

„გვესმის, თითქოს ეს არის იძულება თანხმობის მთავრობისკენ. ტერმინიც შეცვალეს, რათა გარკვეულწილად შეცდომაში შეეყვანათ საზოგადოება. ტექნიკური მთავრობის ნაცვლად, ახლა საუბრობენ თანხმობის მთავრობაზე. რა თანხმობაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც საუბარია იძულებაზე, რომელიც აიძულებს ერთი მხარე მეორე მხარეს რაღაცის გაკეთებას იქ, სადაც არის იძულება. იქ უკვე დეფინიციის მიხედვით ვერ იქნება თანხმობა. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ცნობილია, ვინც არიან ამ აქციის ორგანიზატორები. გუშინ ვნახეთ ჩვენ გამოხმაურებები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მოწოდებებიც. გასაგებია, რაც მათ აქვთ, ეს არის დესტრუქცია. ჩვენ ვთავაზობთ ევროპულ გზას, ისინი გვთავაზობენ ქვეყნის უკან დახევას, ქვეყანაში იყოს არეულობა და ეს არეულობა, საბოლოო ჯამში, აწყობს რუსეთს და არ აწყობს ევროპას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, პოლარიზაციის შედეგი არის აგრესია, მათ შორის აგრესია პოლიტიკურ ელიტაში, რაც საბოლოო ჯამში, სხვადასხვა სახით შეიძლება, გამოვლინდეს.

„თავისთავად, სადაც არის კანონის დარღვევა და ძალადობა, იქ შესაბამისი რეაგირებაც იყო პოლიციის მხრიდან, მაგრამ სწორედ ამაზე ვსაუბრობ და ამიტომაც არის პირველ პუნქტად მონიშნული დეპოლარიზაცია. პოლარიზაციის შედეგი არის აგრესია, მათ შორის პოლიტიკურ ელიტაში აგრესია, რაც საბოლოო ჯამში სხვადასხვა სახით შეიძლება, გამოვლინდეს. აქედან გამომდინარე არის სწორედ ჩვენი მოწოდებაც სიმშვიდისკენ, დეპოლარიზაციისკენ და კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა