მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

12-პუნქტიან გეგმას ვინც არ უერთდება, აკეთებს თვითლუსტრაციას, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივის გახსნა მათი მიზანი არ არის-ირაკლი ქადაგიშვილი

ნახვები: 435 12-პუნქტიან გეგმას ვინც არ უერთდება, აკეთებს თვითლუსტრაციას, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივის გახსნა მათი მიზანი არ არის-ირაკლი ქადაგიშვილი

ვინც 12-პუნქტიან გეგმას არ უერთდება, კიდევ ერთხელ თვითლუსტრაციას აკეთებს, რომ მათთვის ევროკავშირთან დაკავშირებული ბოლო ვნებათაღელვები არ იყო რეალურად ის მიზანი, რომ საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივა გაეხსნას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 12 პუნქტისგან შემდგარი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კონკრეტული გეგმა მმართველ გუნდს ვადაში გაწერილი აქვს.

„მმართველი გუნდი სთავაზობს პარლამენტში ყველა პოლიტიკურ პარტიას და ფრაქციას, აქტიური ჩართულობით მოხდეს გეგმის რეალიზება. აქ იგულისხმება, რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობა. ვინც ამ გეგმას არ უერთდება კიდევ ერთხელ თვითლუსტრაციას აკეთებს, რომ მათთვის ევროკავშირთან დაკავშირებული ბოლო ვნებათაღელვები არ იყო რეალურად ის მიზანი, რომ საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივა გაეხსნას. მათთვის მთავარი არის რაიმე საბაბი ყოფილიყო მოძებნილი, რათა რევოლუციური სცენარი, ქვეყანაში არეულობა და ქაოსი იყოს. ამ ფონზე მათი ოცნება, რომ ხელისუფლება ჩაეგდოთ ხელში, განხორციელებულიყო. გამომდინარე აქედან, არჩევანი ძალიან მარტივია, თუ შენ გინდა გააკეთო ის, რასაც გთავაზობს ევროკავშირი, ამის ერთადერთი ადგილი და გზა არის საპარლამენტო მუშაობა ამ გეგმით და თუ რამით გამდიდრება შეგიძლია შენ ამ მუშაობით – უნდა ჩაერთო მუშაობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალტერნატიული გეგმა, ალტერნატიული გზა და ტექნიკური მთავრობა, ეს ყველაფერი არის ამ გზაზე ხელოვნური ბარიერის და შეფერხების შექმნის მცდელობა, რომელიც აუცილებლად უშედეგო იქნება. მაგრამ ძირითადად ეს იქნება რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი, რომ რამენაირად ისიც კი ანერვიულებთ, რომ ქვეყანაში მაგალითად ეკონომიკური ზრდა არის, ლარის კურსი გამყარებულია. ყველს ეს პოზიტიური გზავნილი, რაც ცხოვრებამ მოუტანა ამ ქვეყანას, მათ შორის ევროპერსპექტივა, მათთვის არის გამაღიზიანებელი და მიუღებელი, რადგან ასეთი რამეები მათ რევოლუციურ მიზნებს და გეგმებს ანგრევს“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა