ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ჰუბერტ ქნირში - მოხარული ვარ, რომ საქართველოში მუშაობა დაიწყო იმ 12 პირობაზე, რომელიც ევროკავშირმა წამოაყენა

ნახვები: 483 ჰუბერტ ქნირში - მოხარული ვარ, რომ საქართველოში მუშაობა დაიწყო იმ 12 პირობაზე, რომელიც ევროკავშირმა წამოაყენა

მოხარული ვარ, რომ საქართველოში მუშაობა დაიწყო 12 პირობაზე, რომელიც ევროკავშირმა წამოაყენა. პოლიტიკური ძალები ფიქრობენ, როგორ შეასრულონ ისინი, ასევე ხალხი გამოდის ქუჩაში, რათა გამოხატონ მათი სურვილი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც მხარს უჭერს ევროპულ იდეას, მონაწილეობს ამ ძალისხმევაში და იყენებს შესაძლებლობებს, რომელიც ეძლევათ“.

„არც ერთი პარტია არ უნდა დარჩეს გვერდით და დამოუკიდებლად იმოქმედოს. ისინი უნდა გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ. ეს არის სწორედ ის, რასაც ევროკავშირი გულისხმობდა, როდესაც ხაზი გაუსვა დეპოლარიზაციას, როგორც საქართველოსთვის მნიშვნელოვან პუნქტს. ჩვენ ვიცით, რომ პოლარიზაცია არის უარყოფითი მახასიათებელი ქართული პოლიტიკური სისტემის და ოთხი წლის განმავლობაში, რაც მე აქ ვმსახურობ, ადამიანები ხაზს უსვამდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია პოლარიზაციის დაძლევა. ეს იყო ხალხი მთავრობიდან, ოპოზიციიდან, სამოქალაქო საზოგადოებიდან და უბრალოდ ამ ქვეყანაში მცხოვრები და მომუშავე ხალხი, ევროკავშირიც ასევე ფიქრობს და ეს არის ძალისხმევა, რომელიც უნდა გაიღოს ყველა მხარემ ერთად და ერთდროულად. ბოლოს, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ დემონსტრაციები, გამოხატოთ თქვენი თავი, იდებატოთ პარლამენტში, ვიდრე თქვენ დებატობთ პოლიტიკის საკითხებზე, დამსახურებაზე, როგორ შექმნათ კანონები, როგორ გადაწყვიტოთ ქართველი ხალხისთვის უკეთესი, ეს ლეგიტიმური დისკუსიებია, ხოლო დისკუსია, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანებზე და მათ არალეგიტიმურად ცნობს ქართულ პოლიტიკაში მსახურებისთვის, ასეთი დისკუსია პოლარიზებულია და თავი უნდა ავარიდოთ“, – განაცხადა ქნირშმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა