ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება გადი აიზენკოტს დაავალა – „ქვეყანას სტაბილური ხელისუფლება სჭირდება“
რომან გოცირიძე: აშშ-ის საფონდო ბაზრის ვარდნა საქართველოს ათიათასობით მოქალაქისა და საპენსიო ფონდის ინტერესებსაც ეხება
მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს

რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა არასამთავრობოებმა 12 პუნქტის შესრულების გეგმას კვლავ დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს-ირაკლი კობახიძე

ნახვები: 426 რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა არასამთავრობოებმა 12 პუნქტის შესრულების გეგმას კვლავ დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს-ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ სამი დღის წინ საზოგადოებას წარუდგინა ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა, რასაც, სამწუხაროდ, რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა არასამთავრობოებმა კვლავ დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს.

თუმცა, კობახიძის განმარტებით, „ქართული ოცნებისთვის“ მათი ქმედებები ვერც ერთი შემთხვევაში ვერ იქნება გეგმიდან გადახვევის მიზეზი.

„ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს აწ უკვე ოფიციალურად აღიარებული ევროპული პერსპექტივის გასამყარებლად, „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით შეასრულებს თითოეულ პუნქტს, რისთვისაც ყველა საჭირო ნაბიჯი სათანადო ფორმატში და სათანადო ვადებში გადაიდგმება. ვინც რეალურად არის დაინტერესებული საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტის ნების რეალიზაციით, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციით და ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებით, ბუნებრივია, ამ გეგმის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა