მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

"გირჩი" მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ნებართვას ითხოვს

ნახვები: 442 "გირჩი" მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ნებართვას ითხოვს

"გირჩი" მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ნებართვას ითხოვს - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ამ მოთხოვნით დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალურად მიმართავს.

ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკა მათთვის გაუგებარია და სურთ პასუხები უშუალოდ ყოფილი პრეზიდენტისგან მიიღონ. მთავარი კითხვა "გირჩს" სააკაშვილთან, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთან ქვეყნის ევროპულ მომავალთან და შექმნილ პოლიტიკურ დღის წესრიგთან დაკავშირებით ექნება.

"რაც შეიძლება მალე მივმართავთ ბატონ შალვა პაპუაშვილს, რომ როგორც საქართველოს პარლამენტის წევრებს, მოგვცენ საშუალება, შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს და დაველაპარაკოთ. იმიტომ რომ, "ნაციონალური მოძრაობიდან" ხან ერთი პასუხი მომდის, ხან მეორე პასუხი. საკითხი, რომელიც მაინტერესებს ამ კონკრეტულ მომენტში და კონკრეტულ მომენტში მისი პასუხია ჩემთვის მნიშვნელოვანი - არის ის, თუ რა არის მისი პოზიცია ევროპერსპექტივასთან დაკავშირებით, როგორ უყურებს ამ ამბავს და საკუთარი როლი როგორ წარმოუდგენია ამაში," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა