ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

დიმიტრი ხუნდაძე - რეალურად საქართველო და მისი ხელისუფლება დღეს ორმხრივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება

ნახვები: 494 დიმიტრი ხუნდაძე - რეალურად საქართველო და მისი ხელისუფლება დღეს ორმხრივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება

რეალურად დღეს საქართველო და მისი ხელისუფლება ორმხრივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაში.

„ამერიკის ელჩს შეუძლია ნეგატიური დუმილის ნაცვლად, პოზიტიურად გამიჯნოს გამიზნული დესტრუქცია და შესაძლო ომი საქართველოში, პროცესის სწორი განვითარების შესაძლებლობისგან, რაც დიდი და პატარა ქვეყნების საერთო ინტერესში უნდა იქნას განხილული და არა ცალმხრივად.

რეალურად დღეს საქართველო და მისი ხელისუფლება ორმხრივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ერთი მხრივ, დასავლეთის მხრიდან ქრონიკული ღია კარის პოლიტიკით და მეორე მხრივ, რუსეთიდან ოკუპირებული ტერიტორიების შანტაჟითა და იარაღის ჟღარუნით. საქართველოს კი, თითქოს საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრის უფლებაც არ აქვს.

ევროინტეგრაცია და ნატო-ში გაწევრიანება საზოგადოების არჩევანია და ის მიმზიდველია სამართლიანობის, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის გამო და არა მის გარეშე.

უსამართლობა მიუღებელი იყო რუსული და უსამართლობა მიუღებელია დასავლურიც. ასეთ დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ ისაუბრა თავად უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ქართულ საზოგადოებას არ სურს ომი, რომელიც მის ინტერესებში არ შედის და მისთვის სასიცოცხლოდ სახიფათოა. ამას თუ ვინმე რუსულ ნარატივს არქმევს, მაშინ რატომ საუბრობენ „პროევროპელი“ ქართველი პოლიტიკოსები, და არა მხოლოდ ისინი, ომის რიტორიკით და ხელს უწყობენ რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლას, რაც ასევე ომის პერსპექტივას ნიშნავს.

საქართველოს არ სურს უკრაინის ბედი გაიზიაროს და მხოლოდ ეს იყოს მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთადერთი გზა.

ამერიკის ელჩის დუმილი და ომის პარტიების ირიბი თუ ღია მხარდაჭერა ანგრევს საქართველოში ევროატლანტიკურ ღირებულებებს. ეს არის სწორედ „ფეესბეს“ მიზანი და ყველაზე დიდი ხიფათი საქართველოსთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა