მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ყველას გვაქვს ვალდებულება, ჩავერთოთ ევროკავშირის დღის წესრიგში-ლევან იოსელიანი

ნახვები: 431 ყველას გვაქვს ვალდებულება, ჩავერთოთ ევროკავშირის დღის წესრიგში-ლევან იოსელიანი

ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ დღის წესრიგში არჩართვა კონტრპროდუქტიული იქნება სამომავლოდ იმ შედეგის მიმართ, რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს და საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ, ვფიქრობ, ყველას გვაქვს ვალდებულება, მივიღოთ პროცესში მონაწილეობა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო სექტორი უნდა ჩაერთოს იმ საკითხების განხილვაში, რომელიც ევროკავშირის მიერ არის გამოგზავნილი 12 პუნქტის სახით.

„დღეს არის შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელიც ეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს. იცით, რომ სამუშაო ჯგუფი იყო შექმნილი, რომელსაც უნდა მოემზადებინა იმ გავლილი ოთხი ტალღის შეფასება, რომელიც სასამართლოში ჩატარდა. შეფასება ჩვენ მიერ არის მომზადებული. მე ეს გადაცემული მაქვს მმართველი პარტიისთვის, ასევე ჩემი კოლეგებისთვის ოპოზიციიდან. დღეს ველოდები, რომ მმართველი პარტია წარმოადგენს თავის შეფასების დოკუმენტს და ამის შემდეგ უკვე იქნება შესაძლებელი, ჩვენ დავიწყოთ დისკუსია რეალურად იმ პრობლემებზე, რაც სასამართლოშია დაგროვილი, რა უნდა გაკეთდეს, რათა 12 პუნქტიდან ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რაც ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, შესრულდეს. ვფიქრობ, საბოლოოდ ყველა ჩაერთვება, რადგან ეს არ არის „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული პუნქტები, ეს არის ევროკავშირის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგი, რომელშიც არჩართვა კონტრპროდუქტიული იქნება სამომავლოდ იმ შედეგის მიმართ, რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს და საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ, ვფიქრობ, ყველას გვაქვს ეს ვალდებულება, მივიღოთ პროცესში მონაწილეობა.

რამდენადაც მედია ხშირად ტირაჟირებს, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ პროცესი, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული პროცესი, ეს არის ევროკავშირის მიერ ინიცირებული პროცესი, სადაც მითითებულია, რომ ოპოზიციური პარტიები უნდა იქნენ ჩართული ამ განხილვაში. მე ვიცი არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის დამოკიდებულება და ისინი აპირებენ, მიიღონ მონაწილეობა. ეს არის ბუნებრივი და ეს არის სწორი. სხვანაირად ვერ შევძლებთ ამ რეკომენდაციების შესრულებას. ეს ყველამ კარგად უნდა გაითვალისწინოს. თავიანთი პოლიტიკური აზრი, თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი, რაღაც ხედვები, არ არის ამის დრო. ეს დღეს გვერდზე უნდა გადაიდოს და უნდა შევეცადოთ, „ქართული ოცნება“ ვაიძულოთ, შეასრულოს ის 12 პუნქტი. შეასრულოს იმდაგვარად, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. სასამართლო სისტემაში მთავარი პრობლემები დაკავშირებულია დამოუკიდებლობასთან. მთავარი გამოწვევა არის სასამართლოს მიმართ ნდობა და ამას სჭირდება სისტემური რეფორმა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა