ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

„ბიბისი“ - რუსეთი თიშავს მთავარ გაზსადენს ევროპაში, ჯერჯერობით დროებით, თუმცა ევროკავშირში შიშობენ, რომ გაზსადენის მუშაობა აღარ განახლდება

ნახვები: 494 „ბიბისი“ - რუსეთი თიშავს მთავარ გაზსადენს ევროპაში, ჯერჯერობით დროებით, თუმცა ევროკავშირში შიშობენ, რომ გაზსადენის მუშაობა აღარ განახლდება

დღეიდან რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას ისტორიულ მინიმუმამდე უმცირებს. „გაზპრომი“ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენს პროფილაქტიკის მიზნით, 10 დღით კეტავს, თუმცა ევროპაში შიშობენ, რომ ეს ბევრად ხანგრძლივი აღმოჩნდება და წინ ენერგეტიკული კრიზისი ელოდებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ჯერ კიდევ სამი წლის წინ, „გაზპრომი“ სხვადასხვა მილსადენის საშუალებით, ევროპას დღიურად 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აწვდიდა. მიმდინარე წლის მაისში ეს ოდენობა განახევრდა. ივლისის დასაწყისში უკვე დღიურად 140 მილიონი კუბომეტრი შეადგინა.

„ბიბისის“ ცნობით, „თურქეთის ნაკადის“ მილსადენზე გამოცხადებული პროლაქტიკური სამუშაოების შემდეგ კი, მოცულობა 100 მილიონ კუბომეტრამდე დაეცა. ახლა კი, უახლოესი 10 დღის განმავლობაში, რუსეთი ევროპას დღიურად მხოლოდ 75 მილიონი კუბომეტრი აირის მიწოდებას ჰპირდება.

ამასთან, მედია წერს, რომ ევროკავშირი შექმნილი კრიზისული ვითარების ფონზე, ახალი საგანგებო ზომებისა და გეგმის შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა