მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ჩათიდან გაგვაგდეს, როგორც ჩანს, ოპოზიციონერ კოლეგებს არ უნდათ ჩვენი რჩევები-ალექსანდრე რაქვიაშვილი

ნახვები: 435 ჩათიდან გაგვაგდეს, როგორც ჩანს, ოპოზიციონერ კოლეგებს არ უნდათ ჩვენი რჩევები-ალექსანდრე რაქვიაშვილი

ჩათიდან გაგვაგდეს, როგორც ჩანს, ოპოზიციონერ კოლეგებს არ უნდათ ჩვენი რჩევები, მაგრამ ამ გეგმის პრობლემა არ გვაქვს, რადგან გვაქვს მკაფიო პოლიტიკური პოზიცია, ვიცით, რა გვინდა და მათ შორის გვაქვს კანონპროექტები, რომლებიც გვინდა, განხილული იყოს ამ პროცესში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, როცა პარლამენტში მყოფი პოლიტიკური სპექტრის ნაწილი უარს ამბობს დისკუსიაზე.

„ჩვენ ჩათიდან გაგვაგდეს, ამიტომ როგორც ჩანს, ოპოზიციიდან ჩემს კოლეგებს არ უნდათ ჩვენი რჩევები, მაგრამ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს ამ გეგმის, რადგან გვაქვს მკაფიო პოლიტიკური პოზიცია, ვიცით, რა გვინდა და მათ შორის გვაქვს კანონპროექტები, რომლებიც გვინდა, განხილული იყოს ამ პროცესში. რაც ჩვენ ვიცით, ვიცით ზოგადად კომუნიკაციიდან, დანარჩენი ოპოზიციისგან, რომ მათ ეს პოლიტიკური პოზიცია არ აქვთ და ცდილობენ, ხან „ენჯეო“ სექტორს ამოეფარონ უკან, ხან რაღაც ერთობა შექმნან, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური პოზიცია არ ჩამოაყალიბონ. როგორც ჩანს, ამ პოლიტიკური პოზიციის ძიებაში არიან, მაგრამ თავისთავად არც ალტერნატიული გეგმა, არც ალტერნატიული კანონპროექტი პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკური სპექტრის ნაწილი უარს ამბობს ლაპარაკზე, ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარია. მითუმეტეს, როცა პარლამენტში ხარ და საპარლამენტო აქტივობით გინდა, მიაღწიო რაღაც შედეგს, ამ შემთხვევაში ევროინტეგრაციას, მთავარი იარაღი არის დისკუსია, დებატები, ლაპარაკი და თუ ამაზე უარს ამბობ, არ მესმის, მაშინ რა უნდა გააკეთო და როგორ წარმოუდგენიათ, რომ მათი გეგმა, თუ ალტერნატივა იქნება განხილული და სრულფასოვნად შევა დღის წესრიგში“, – განაცხდა ალექსანდრე რაქვიაშვილმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა