მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

პაატა მანჯგალაძე - უკეთესი იქნება, ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში და თავად აიღოს პასუხისმგებლობა

ნახვები: 433 პაატა მანჯგალაძე - უკეთესი იქნება, ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში და თავად აიღოს პასუხისმგებლობა

ოპოზიციონერი დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის მოსაზრებით, უმჯობესი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება და პასუხისმგებლობას თავად აიღებს.

აღნიშნული კოემნტარით პაატა მანჯგალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას

გამოეხმაურა. მისი თქმით, როცა საუბარია ოლიგარქიზაციასა და არაფორმალურ მმართველობაზე, თუ ბიძინა ივანიშვილი ნახავს, რომ მისი სანქცირების შანსები დიდია, სანქციებისგან თავის დაღწევის მიზნით შეიძლება, ფორმალური თანამდებობებიც მიიღოს და სახელისუფლებო იმუნიტეტით ისარგებლოს.

„უკეთესი იქნება, ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში და მეფის ნაცვლებით კი არ გველაპარაკოს, არამედ პასუხისმგებლობა თავად აიღოს, მათ შორის ასობით ადამიანზე ქვეყნიდან რომ გარბიან, ასობით ბავშვებზე სიღარიბის ზღვარზე რომ არის. ამ ყველაფერს კონკრეტული სახელი რომ დავარქვათ, პასუხისმგებელია არა ღარიბაშვილი და კობახიძე, არამედ მილიარდელი ივანიშვილი, რომელსაც 35 პროცენტზე მეტი აქვს საქართველოს მშპ-ზე. ასეთი ადამიანი ძარცვით არის დაკავებული. მნიშვნელოვანია დაბრუნდეს პოლიტიკაში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა