ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის
General Staff: 101 combat clashes on front lines in past day
უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად, სმოლენსკის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა
Zelensky, Shmyhal thank US Senate for passing aid package for Ukraine
US Senate passes bill on aid for Ukraine, Israel and Taiwan
MEP: EU should use countermeasures to fully confiscate Russian assets
"Immortal Regiment" march on May 9 canceled in Moscow and other Russian cities
Zelensky: Peace Summit should prove that not one person will determine how everyone else in world lives

„ომში გვითრევენ“ ?! - რა არის ტყუილი და რა მართალი...

02.09.2023 | 13:59 ნახვები: 9667

მოდით, დავუშვათ, რომ საქართველოში არიან ძალები, რომელთაც უნდათ ომი - ცხელი ომი, თორემ ჰიბრიდული და უცეცხლო (დაპაუზებული) ომის პირობებში დიდი ხანია ვიმყოფებით.

აქაც დავუშვათ (!) ვის შეიძლება უნდოდეს ომი - ერთი, იმას, ვისაც სურს საქართველო იყოს რუსეთის გუბერნია და მეორე იმას, ვისაც წარმოუდგენია, რომ ომში დასავლეთი იომებს ჩვენს ნაცვლად, მერე მივიღებთ რაღაც ფორმით მშვიდობას, ხალხი დაამხობს ხელისუფლებას და თავად გახდება მმართველი ძალა.

ამ გააზრებაშიც კი - პირველი ჯგუფი პრაგმატულია, მეორე ილუზიებში დაფრინავს. და მაინც, დავუშვათ, რომ ორი ასეთი ჯგუფი არსებობს ქვეყნის შიგნით და ეს არის გამოწვევა.

ახლა გარეთ გავიხედოთ. როდესაც „ვიღაც“ ამბობს, რომ დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის გახსნა, ამას როგორ ასაბუთებს ეს „ვიღაც“? სამი ფაქტორით - ივანიშვილს ფული გაუყინეს (არა და ოფიციალურად ბიძინა ივანიშვილი სანქცირებული არ არის), ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსების მხარდაჭერით მიხეილ სააკაშვილი მიმართ, უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების განცხადებებით. რეალურად, ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის სამივე ფაქტორი აბსურდულია და ეს ლოგიკა ინგრევა ერთი კითხვით: აქვს საქართველოს რუსეთისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის რესურსი და მით უფრო მასზე თავდასხმის განხორციელების? პასუხი არის - არა!

თბილისიდან 40 კმ-ში ისეთი საზენიტო დანადგარები დგას, იგივე ოჩამჩირეშიც, რომ ბუნკერში ჩასვლას ვერ მოასწრებენ პატივცემული პოლიტიკოსები.

ახლა შემდეგი კითხვა: არის თუ არა ცნობილი დასავლეთისთვის და პირველ რიგში აშშ-სთვის, რომლის სპეცსამსახურები კიევის აღებას ხუთ დღეში ვარაუდობდნენ, საქართველოს ჯარის ბრძოლისუნარიანობის შესახებ და რა ინფორმაციას ფლობენ ისინი - მინიმუმ წინააღმდეგობის გაწევა რამდენი ხანი შეეძლება ქართულ ჯარს? პასუხად აქაც დავუშვათ - 5 დღე (2008 წლის აგვისტოს ანალოგიით და კიევის შესაძლო აღების პროგნოზით)....

მერე რა ხდება? მერე თბილისი დაეცემა და შანსი არ არის უკრაინაში გაჭიანურებული ომის პირობებში პუტინმა საკუთარ ბაბლს საქართველო არ მიართვას საჩუქრად.

რომელი დასავლელი ლიდერი ჩავა მოსკოვში და ეტყვის პუტინს - ე, მანდ თბილისი არ აიღოო? არც ერთი! არ მითხრათ, რომ ჩინეთი გამოიდებს თავს „დასავლეთის მიერ წახალისებული“ თბილისის „დასაცავად“.... შესაბამისად, ეს ყველაფერი და ამაზე უფრო მეტი, როდესაც იციან „იქ“ - დასავლეთში, რაში სჭირდებათ საქართველოს ომში ჩართვა? ამ ვარიანტის განხილვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი, ვაშინგტონი და ბრიუსელი შეთანხმებული არიან - „საქართველო უნდა გახდეს რუსეთის გუბერნია“ (!). სჯერა ვინმე ჭკუათმყოფელს, რომ ასეთი შეთანხმება არსებობს?

აქვე მეორეც - კარგი, სურს დასავლეთს, ჩვენ რომ ომი დავიწყოთ - როგორ აღწევს ამ მიზანს? თავდაცვის მინისტრი, შეიარაღებული ძალების სარდალი, გენერალიტეტი სრულად აშშ-ს რეზიდენტები არიან? თუ პრემიერი გვყავს აშშ-ს რეზიდენტი? ომის გამოცხადების პროცედურაც რომ არსებობს და საომარი ვითარების შემოღების? პარლამენტის უმრავლესობაც აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან?

ჭიჭიკიას, ძუკუს და მიტუას სურვილი არის საკმარისი იმისთვის, რომ ომი დაიწყოს? აკი, პირდაპირ წერია კონსტიტუციაში (მე-7 მუხლის 1, დ): 1. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება: ) სახელმწიფოს თავდაცვა, სამხედრო მრეწველობა და იარაღით ვაჭრობა; ომისა და ზავის საკითხები; საგანგებო და საომარ მდგომარეობათა სამართლებრივი რეჟიმის დადგენა და შემოღება; შეიარაღებული ძალები;

ამ ყველაფერი შემდეგ ომს მაიძულებს ვიღაც, ნიშნავს, რომ ხარ სუსტი, ექვემდებარები შანტაჟს და სახელმწიფო არის მყიფე. არა და, რეალურად არც ერთი არგუმენტი სწორი არ არის და არც რეალობაა დღევანდელ ვითარებაში...

თუ ვინმე იტყვის იმას, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია ეწევა ომის პროპაგანდას და ხელისუფლება მას არ უპირისპირდება კონსტიტუციის შესაბამისად (საქართველოს კონსტიტუცია - მუხლი 23, 3), მაშინ ხელისუფლება არღვევს კანონს და ის მართლაც სუსტია.

როგორ უნდა აწარმოოს სახელმწიფომ ომი იმ პირობებში, როდესაც ომი არ სურს ხელისუფლებას და ომის წარმოების ყველა ბერკეტი მის ხელშია, კონკრეტულად კი პრემიერ-მინისტრის (საქართველოს კონსტიტუცია - მუხლი 70, 6). თვით სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხის პირობებშიც კი სწორედ პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს პრეზიდენტი საომარ მდგომარეობას (საქართველოს კონსტიტუცია - მუხლი 71, 1). უფრო მეტიც - გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ იღებს პრემიერ-მინისტრი და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას პარლამენტის მიერ (საქართველოს კონსტიტუცია - მუხლი 72,1).

შესაბამისად, ვიმეორებ - ჭიჭიკიას, ძუკუს და მიტუას სურვილი ომზე არარელევანტურია, რაც შეეხება ქვეყნის გარედან ომის „წამქეზებლებს“ აქ საკითხი კიდევ უფრო საინტერესოდ გამოიყურება.

კუბილიუსი, ფოგიტა, კიზინგერი... ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ფიგურა ტრანსპარანტებით რომ იდგნენ - „საქართველო, დაიწყე ომი!“ - ეს ვერ მოხდება თუ, ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლებაში რეზიდენტები არ სხედან.

მაგრამ, თუ მინიშნებები კეთდება, რომ ამას მოითხოვს ვაშინგტონი ან ბრიუსელი, მაშინ ჩვენი სამხედრო პოტენციალის გათვალისწინებით ღიად უნდა ითქვას, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების ხელისუფლებებში პუტინის რეზიდენტები არიან და მათ სურთ ჩაგვითრიონ ომში, რადგან საქართველო დამარცხდეს და შეუერთდეს რუსეთს. ამ აბსურდის სჯერა ვინმეს?

და მაინც, დავუშვათ, რომ ბატონები - ბაიდენი, ბლინკენი, ოსტინი არიან რუსეთის რეზიდენტები, ასევე შარლ მიშელი, მაკრონი, შოლციც... და ამავდროულად დასავლეთის რეზიდენტები არიან საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებიც, მაშინ, გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლება კაცის კაცის ანალოგიით რუსეთის რეზიდენტებით ყოფილა დაკომპლექტებული. ხვდებით რა აბსურდამდე მივდივართ?

ამიტომ, ამ ლოგიკაში გახლართულ და პოლიტიკურად უხერხულ ვითარებაში მყოფ ყველა პერსონას, რომელიც ამბობს „ომში გვითრევენ“ ვურჩევდი, საკუთარ პოლიტიკურ რენომეს თუ არა, იმ ქვეყანას გაუფრთხილდნენ, რომლის ფორმალური მსახურება აქვთ დაკისრებული.

და თუ ვინმე ქვეყანაში ომის პროპაგანდას ახდენს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად. თუ ეს ხდება გარედან - მაშინ ჯერ დიპლომატიური არხები გამოიყენონ ვითარებაში გასარკვევად. შემდეგ რაც უნდა გააკეთონ ეს ჩემზე უკეთ იციან.

სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, დაუსრულებლად იმაზე საუბარი, რომ „ვიღაცას ომი უნდა“ და „ვიღაც ომში გვითრევს“ არის საქართველოს მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც მოკლებულია რეალურ საფუძვლებს და ყველაფერთან ერთად ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ საქართველოს ხელისუფლება არის მყიფე, მერყევი, რომელიც ოდესმე შესაძლოა, გატყდეს და მართლაც ჩაითრიონ ომში.

როგორც ამბობენ, მედალს ორი მხარე აქვს და ამ „ომში გვითრევენ“ პროპაგანდით, მისი ავტორები უნდა მიხვდნენ, რომ მხოლოდ ბუას კი არ ებრძვიან, თვითდაზიანების რეჟიმშიც იმყოფებიან.

და ბოლოს - თუ ომში გვითრევენ ჭიჭიკია, ძუკუ და მიტუა - დაიჭირეთ! თუ ომში გვითრევს დასავლეთი - გამოაცხადეთ კონკრეტული ფაქტებით, რომ ისინი მოსკოვის და პუტინის მოკავშირეები არიან. და თუ ეს პროპაგანდაა და დეზინფორმაციის გავრცელება, საზოგადოებაში პანიკის დათესვის მიზნით - კანონში ჩაიხედეთ...

ავტორი: გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა