ირაკლი კუპრაძე - ევროპის დედაქალაქის მერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის და თბილისელების მომავლისთვის
მამუკა ხაზარაძე ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის განცხადებაზე - რიტორიკა შეატრიალონ, რადგან ისინი პუტინის რუსეთის მსტოვრები არიან საქართველოში
ფილიპ კლოზი: “მინდა გამოვუცხადო ჩემი სრული მხარდაჭერა თბილისის მერობის კანდიდატს, ირაკლი კუპრაძეს”
ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე სოფლებში - ხემაღალსა და ღვერკში იმყოფებოდნენ
ვოლოდიმირ ზელენსკი- უკრაინული არმია დონეცკის მიმართულებაზე წარმატებულ კონტრშეტევას აწარმოებს
ისარგებლე თიბისის ქეშბექ შეთავაზებებით ნებისმიერ საერთაშორისო ონლაინ ვებგვერდზე
თაზო დათუნაშვილი: ირაკლი კუპრაძეს ექნება პირისპირ შეხვედრა ბრიუსელის მერთან და საუბარი შეეხება ქალაქებს შორის მომავალ თანამშრომლობას

ქართველობა და რელიგიურობა

19.04.2023 ნახვები: 5020

საქართველოში ჩაიარა მორიგმა აღდგომამ - ფერადი კვერცხებით, ღამის თევით და იმის რწმენით, რომ ქრისტე აღდგა.

წესით, საზოგადოებაში დრო და დრო უნდა იმართებოდეს დისკუსიები სარწმუნოების ირგვლივ - რა არის რელიგია ჩვენთვის და რა ფასეულობებს ვიცავთ ჩვენ, როდესაც მივდივართ ეკლესიაში, ან „პასკას“ ვყიდულობთ.

ერთი შეხედვით სხვა თემაა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით  - ბევრს აინტერესებს - როგორ მოხვდა, რომ ებრაელ ხალხში ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანების კონცენტრაცია ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ერებში? პირველი პასუხია - „მათ დევნიდნენ ყველგან, სადაც კი ისინი ცხოვრობდნენ, ამიტომაც თვითგადარჩენისთვის უნდა ყოფილიყვნენ სხვებზე ჭკვიანები და გონიერები“.

ეს რა თქმა უნდა სიმართლეა, მაგრამ არა ერთადერთი. მეორე მიზეზი კი მათ სარწმუნოებაშია  - იუდაიზმის თანახმად, ჭეშმარიტება იცის მხოლოდ ღმერთმა და არც ერთ ადამიანს არ გააჩნია ჭეშმარიტების მონოპოლიზების უფლება. ყველა ადამიანი თანასწორია, არ არსებობს არც ერთი ავტორიტეტი, რომელთანაც კამათი დაუშვებელია,

თეზისი „როგორ ეკამათებით პატრიარქს? ის ხომ ბრძენია!!“ - წარმოუდგენელია იუდაიზმში - არ არსებობს არც ერთი ბრძენი, რომლის აზრის უარყოფა არ შეიძლება. რადგანაც არც ერთმა ადამიანმა არ იცის ჭეშმარიტება, ყველა თანასწორია, ჭეშმარიტება იცის მხოლოდ ღმერთმა,

ამან შეუწყო ხელი იმას, რომ ებრაელები მუდმივად იმყოფებოდნენ და დღესაც იმყოფებიან, ნებისმიერ საკითხზე მწვავე დისკუსიის მდგომარეობაში. იუდაიზმი არ მოითხოვს ბრმა მორჩილებას, პირიქით, ის ახალისებს დისკუსიას, ეს კი - გონების განვითარების პირველი საწინდარია.

ქართული სარწმუნოება ღრმად დოგმატურია, ჭეშმარიტება იცის იმან, ვინც ამ მომენტში საზოგადოების მხრიდან ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს. „ილია მეორე ბრძენია!“  -არა იმიტომ, რომ მართლა ბრძენია (შესაძლოა არის კიდეც), არამედ იმიტომ რომ ქართული საზოგადოება ღრმად კერპთაყვანისმცემლურია და კერპად არჩეული ადამიანის ირგვლივ კამათი დაუშვებელია.

ქართული რელიგიურობა კატეგორიულად გმობს დებატებს და ითხოვს მრევლიდან უპირობო მორჩილებას. სწორედ ამიტომაც ვიღებთ ებრაელებისგან რადიკალურად განსხვავებულ შედეგებს - დამოუკიდებლად და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების მწვავე დეფიციტს. იქ, სადაც აზრთა მრავალფეროვნება დასაგმობია - ვიღებთ ქვეყანას, სადაც ყველა აზროვნებს ერთნაირად - ამიტომაც, თუ ვინმემ გახსნა უბანში პროფილაქტიკა - იქვე იხსნება მეორე...

ქართული რელიგიურობა ეყრდნობა მთელ რიგ მცდარ პოსტულატს. ერთ-ერთია, მაგალითად, წარმოდგენა, რომ ქართველები „მაღალსულიერი“ ხალხია, ხოლო, მაგალითად, ევროპელები - პირიქით, მდიდრები მაგრამ ამორალურები და უსულ-გულოები.

ქართულ რელიგიურობას არ უყვარს ციფრები და რაციონალური დათვლა-გამოთვლა. რომ უყვარდეს - გაიგებდა, რომ მაღალსულიერ საქართველოში წელიწადში ხდება 100 000 ადამიანზე 2,8 განზრახ მკვლელობა, ხოლო ათეისტურ და „უზნეო ჩეხეთში“ – 0,7.

მაშ ვინაა უფრო მაღალსულიერი, შემწყნარებელი და ჰუმანური - ათეისტური ჩეხეთი თუ მორწმუნე საქართველო? რა აზრი აქვს ეკლესიაში პორწიალს, თუ თქვენი „:ეკლესიური“ თანამოქალაქეები კლავენ ადამიანებს 4-ჯერ ხშირად,  ვიდრე ჩეხეთში, სადაც ეკლესიაში არავინ დადის?

ყოველწლიურად ათასობით ამერიკელი ჩადის რუსეთში და სხვა „მაღალზნეობრივ“ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სადაც შვილებად აჰყავთ უიმედოდ ავადმყოფი ბავშვები. არსებობს კი დედამიწაზე ამაზე დიდი ჰუმანიზმი და კაცთმოყვარეობა?

მაშ რა გამოდის? ჩვენ ვაგდებთ შვილებს სანაგვეზე, ამერიკელები კი მათ ზრდიან, მაგრამ ჩვენ რატომღაც ვართ მაღალზნეობრივები, ისინი კი - სატანისტები. ეს სადაური წესია? სადაური და აქაური - გახსოვთ ალბათ ძველი ანეკდოტი.

არაფერს არ ვამბობ ოჯახების დანგრევაზე, გაყრების რაოდენობაზე. გინახიათ 70 წელს გადაცილებული ამერიკელების წყვილები? ისინი ხელჩაკიდებულები დადიან, და ერთმანეთს ისეთი მზერით უყურებენ, როგორაც ჩვენთან ერთმანეთს 20 წლის ახალგაზრდა შეყვარებულები არ უყურებენ.

მაშ ჩვენ ვიცით ოჯახის ფასი,და მათ არა? ეგ როგორ? სადაური წესით? აქაურით, რა თქმა უნდა.

რელიგია - ცალკე მდგომი მოვლენაა. ის არ განსაზღვრავს ცალკეული ადამიანების თუ მთლიანი ერების მორალურ პრინციპებს. ველური ერი - ქრისტეს ჯვრის ქვეშაც ველურია და ისლამური ნახევარმთვარისაც.

რელიგიას არც ერთი ღორისთვის არ დაუშლია ღორობა. ისევე როგორც წესიერი კაცი - ათეიზმშიც წესიერია.

ტყუილია, რომ სარწმუნოება არეგულირებს ადამიანებს შორის ურთიერთობებს - ეს ასე რომ იყოს, საქართველოში იქნებოდა 0.7 მკვლელობა 100 000-ზე, და ჩეხეთში - 2,8 და არა პირიქით.

ერის მორალური სახე - მისი ეროვნული მენტალიტეტის საკითხია და არა რელიგიის - ამიტომაც, მორწმუნე პოლონეთშიც მკვლელობების რაოდენობა იმდენივეა, რამდენიც ჩეხეთში. არა იმიტომ, რომ პოლონელები მორწმუნეები არიან, არამედ იმიტომ, რომ პოლონელები არიან.

დროა ქართულმა საზოგადოება დაიწყოს ფიქრი - რა გვინდა რელიგიისგან საერთოდ?

ერთ რამეში მაინც დავემსგავსოთ ისრაელს...

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა