თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

სალომე ზურაბიშვილი - ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი ყოფილა

ნახვები: 507 სალომე ზურაბიშვილი - ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი ყოფილა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ყოფილი მთავარი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით "დეტალურ გამოძიებას" ითხოვს.

როგორც მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საზოგადოებას დეტალური პასუხები უნდა გაეცეს.

პრეზიდენტი „ყველაზე დიდ უბედურებას“ უწოდებს იმას, რომ ქვეყნის „გენერალური პროკურორი ეფესბეს აგენტი" ყოფილა.

„ბატონმა კახამ [კალაძე] მგონი, თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება, თურმე, ჩემი ვიზიტებია ევროპაში. არა ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და კიდევ უფრო დიდი უბედურება არის, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებაში, რომელიც ამას დღეს უნდა იძიებდნენ და პასუხისმგებლობა მათზეა. მე აქ, თქვენს წინაშე მოვითხოვ, რომ საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალურად, დეტალური გამოძიებით. ეს არის არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განმარტა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „არანაირი ინფორმაცია და არც არანაირი მოთხოვნა მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ“ არ შესულა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, აშშ-ის მხრიდან ფარცხალაძის სანქცირებაზე შეერთებული შტატებისგან მტკიცებულებებს არ ითხოვს, რადგან ყველაფერი ნათელია, რომ გამოძიება ახლა სწორედ საქართველოშია ჩასატარებელი.

პრეზიდენტი თვლის, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა „ვინც პასუხისმგებელია“ სახე და რეპუტაცია არ დაკარგოს.

„აქ ისრების გადატანა არ გამოვა, ნათელი არის სად არის პასუხისმგებლობა. მე იმ დღესვე, ვიდრე წავიდოდი ბაზელში, შევხვდი ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს, რომ გამეგო მათი მხრიდან, რა მონაცემები არსებობდა. მგონი, კარგი იქნება, რომ სწორედ იმ უწყებებმა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ ყველაფერზე, დროულად გაგვცენ პასუხი. პასუხები, მონაცემები და მტკიცებულებები არსებობს. არავინ არ სთხოვს ამერიკას დღეს, რომ კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებები მოგვაწოდონ, მგონი, ყველაფერი ნათელია. გამოძიება აქ არის ჩასატარებელი, აქ არის ის ანგარიშები გასაჩერებელი და ყველაფერი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ თავისი სახე და რეპუტაცია არ დაკარგოს. ქვეყანამ კი არა, ვინც პასუხისმგებელია ამაზე“, - დასძინა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა