ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ცესკოს თავმჯდომარე IFES-ის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ნახვები: 633 ცესკოს თავმჯდომარე IFES-ის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს ენტონი ბანბერის შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც IFES- ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რენატა ლევოვსკიც ესწრებოდა, მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს. გიორგი კალანდარიშვილმა ორგანიზაციის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, იმ საქმიანობებზე, რომლებსაც ცესკო არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ორგანიზებისთვის ახორციელებს. ასევე განხილული იყო ყველა ის საჭიროება, რომელიც ცესკოს წინაშე ამ ეტაპზე დგას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ცესკოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს (IFES) შორის მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას და ამ კარგი პრაქტიკის მომავალში გაგრძელების მნიშვნელობას, ასევე IFES-ის წვლილს საარჩევნო ადმინისტრაციის მხარდაჭერასა და ქვეყანაში საარჩევნო პროცესების განვითარებაში. განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ზოგადად უნდა ითქვას, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს შორის არსებობს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის პრაქტიკა და ეს შეხვედრაც სწორედ ამ თანამშრომლობის გამოძახილია. აღსანიშნავია, რომ IFES-ი ჩვენი ერთერთი სანდო და მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორია. შეხვედრაზე დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე თუ რა სამუშაოებს ახორციელებს ცესკო იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები, რომელიც საქართველოს ამომრჩევლების 90%-ს აძლევს საშუალებას ხმა მისცენ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, ორგანიზებული იყოს მაღალპროფესიულ დონეზე. მიმოვიხილეთ ყველა ის საჭიროება, რომლის წინაშეც ჩვენი უწყება ამ ეტაპზე დგას და რა თქმა უნდა განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. ამავდროულად ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომლიც IFES-ის მხარდაჭერით ხორციელდება და ხაზი გაესვა ამ მხარდაჭერის მნიშვნელობას. ვფიქრობ ჩვენი თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ენტონი ბანბერი, საქართველოში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ორგანიზებით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით გამართულ კონფერენციაში - „ინკლუზიური და მრავალფეროვანი არჩევნები ტექნოლოგიების ეპოქაში“ მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა. მას და გიორგი კალანდარიშვილს შორის შეხვედრა სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში 10 თებერვალს, ქალაქი ბათუმში შედგა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა