ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

სალმონელოზის გამოვლენის გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

ნახვები: 452 სალმონელოზის გამოვლენის გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

სალმონელოზის გამოვლენის გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება სალმონელოზის ჯგუფური შემთხვევის (სულ ექვსი პაციენტი, მათ შორის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული) შესახებ.

„ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ პაციენტები იმყოფებოდნენ რესტორანში „ორი კათხა“ (მის: ვიქტორ კუპრაძის ქ.N52), სადაც მიირთვეს ხინკალი, ქათმის ფილეს მწვადი და სალათი ცეზარი ქათმის ფილეთი.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო მოკვლევა – სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა ჩაატარეს არაგეგმური ინსპექტირება შპს „ლუდსახარში ორი კათხას“ (ლუდსახარში, რესტორანი, ს/კ 406283338, მის: ვიქტორ კუპრაძის ქ. N52) კუთვნილ სამზარეულოში.

შემოწმებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1 000 ლარით; გამოვლინდა ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები, რომელთა გამოსასწორებლად გაიცა მითითებები გონივრული ვადების გათვალისწინებით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები (ხინკლის ფარში, სალათი „ცეზარი“ ქათმის ხორცით და სალათის ფოთოლი), კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიღებისთანავე ეცნობება.

სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა. დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2 500-ზე მეტ სეროვარს მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის. სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა