მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

მამუკა ხაზარაძე - მახინჯ რეჟიმს ვერაფერი მოერევა, თუ არა დიდი, სამოქალაქო და პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაცია

ნახვები: 664 მამუკა ხაზარაძე - მახინჯ რეჟიმს ვერაფერი მოერევა, თუ არა დიდი, სამოქალაქო და პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაცია

პოლიტიკურ ძალთა ერთობას ალტერნატივა არ აქვს! - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისი შეფასებით, საჭიროა სამოქალაქო და პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაცია, რაც გამარჯვებას მოიტანს.

„ამ მახინჯ რეჟიმს, რომელიც ჩვენს თვალწინ უკვე დიქტატურად ჩამოყალიბდა, სხვა ვერაფერი მოერევა, თუ არა დიდი, სამოქალაქო და პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაცია, როგორც ქუჩის პროტესტში, ისე სამუშაო მაგიდასთან.

ბოლო მოვლენებმა გვაჩვენა, რომ აუცილებელია ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც არჩევნებში გამარჯვებული, პროდასავლური პარტიები და ხალხი შექმნის, ეს კი ერთობის გარეშე წარმოუდგენელია!

ინტერპარტიულ დონეზე პირველი გამარჯვება უკვე გვაქვს - ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა დასავლეთიდან და სანქცირებული არალეგიტიმური მთავრობა. ერთობლივი მუშაობის ეს წარმატებული მაგალითი უნდა გავავრცელოთ ყველა მიმართულებით!

მხოლოდ ეს მიგვიყვანს ახალ არჩევნებამდე და ქართველი ხალხის გამარჯვებამდე, რისიც ასე ეშინია ივანიშვილის რუსულ მთავრობას!

ოლიგარქის კრიმინალური რეჟიმი უნდა დასრულდეს მის ყველა მსახურთან და მხარდამჭერთან ერთად, რომლებიც ჩვენს თანამოქალაქეებზე მოძალადე სისტემას ასაზრდოებენ!

საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი და ბელარუსი!

ბრძოლას თავისუფლებისთვის მხოლოდ ერთობით მოვიგებთ!“, - წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა