თეატრალურ უნივერსიტეტში შესული პოლიცია სტუდენტებს აჯარიმებს
ილონ მასკი - ჩემი Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია - თუ გავთიშე, მთელი მათი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება
მედია - სირიაში უსაფრთხოების ძალებმა ორი დღის განმავლობაში 745 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
საფრანგეთი უკრაინას, რუსული აქტივების ხარჯზე, 195 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის
უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება
პეტრე ცისკარიშვილი - „MEGOBARI აქტი“ არის მკაფიო სიგნალი აშშ-დან
ლარი – ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები, ევრო/დოლარის გამყარება და ნეიტრალური შიდა კომპონენტი - განახლება თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტისგან
გოჩა მირცხულავა: სალომე ზურაბიშვილის დავარცხნილი რაღაცა დებულებები საერთოდ აცდენილია დღევანდელ რეალობას!

გოჩა მირცხულავა: სალომე ზურაბიშვილის დავარცხნილი რაღაცა დებულებები საერთოდ აცდენილია დღევანდელ რეალობას!

07.03.2025 ნახვები: 522

"საქართველოში ოპოზიცია ოროსანია!"

"საკმაოდ რთული გაზაფხული გველოდება, თუმცა მაისის ბოლოსთვის ყველაფერი დაწმენდილი და ნათელი გახდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ასპარეზზე!"

"ამ რეჟიმის სიმბოლო წითელი ლოყაა!"

ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

- ბატონო გოჩა, როგორ აფასებთ არსებულ სიტუაციას? ვხედავთ, როგორ ამკაცრებს „ოცნება“ კანონებს, მედიისთვის ახალ კანონს იღებს, რომ თავისუფალი სიტყვა შეუზღუდოს. ახლა სოზარ სუბარს ისიც წამოსცდა, რომ სოციალური ქსელის კონტროლსაც აპირებენ. ბოლო ორი დღეა სასამართლოში რაც ხდება, ყველაფერს გასცდა. არანაირი მტკიცებულება, მაგრამ მათ სურთ, რომ ეს ადამიანები ჰყავდეთ ციხეში. რა ეტაპზე ვართ ახლა, გავაფორმეთ უკვე დიქტატურა?

- ჯერჯერობით ვერ ვიტყოდი, რომ დიქტატურა გააფორმა „ქართულმა ოცნებამ“. თუმცა ჩვენ ამაზე ადრეც ვისაუბრეთ, რომ ეს ტენდენცია არის. უფრო ზუსტად, მე ასე ვარქმევ მთლიანად ამ პროცესს, ახლა საქართველოში მიმდინარეობს თანამედროვე, 21-ე საუკუნისთვის ადეკვატური ფაშიზმის ფორმირების პროცესი. ეს არის ფაშისტური რეჟიმის ფორმირების პროცესი!  თუ მეტაფორულად ვიტყვი, ამ ფაშისტური რეჟიმის გამოხატულება, წითელი ლოყაა რეჟიმის სიმბოლო.

- თუმცა, რეალურად წითელი ლოყაც არ იყო...

- დიახ, არ იყო. ამიტომ ვამბობ მეტაფორულად წითელი ლოყა! თანაც, ჩვენ ხომ ვხედავთ, რაზე თამაშობს „ქართული ოცნება“ საკუთარ მხარდამჭერებთან, თითქოსდა ტრადიციული, პატრიოტული, ქართული და ეროვნული ფორმატის გამოხატულება. ამის პარალელურად კი ვხედავთ წითელ ლოყაზე აპელირებას და ქალბატონის ასე მიზანმიმართულ დასჯას. მე ძალიან მენიშნა გუშინდელი სასამართლო პროცესის დროს, თუ რა ხდება და სად ვართ.

- სიტყვის თქმის უფლებას არ აძლევდნენ და მოსამართლე დარბაზის დატოვებით ემუქრებოდა.

- საქმე რაშია იცით? მათ არ სურთ სიმართლის მოსმენა. ყველა სასამართლო პროცესი უკვე იმდენად აბსურდშია შესული ამ ბრალდებებით, მტკიცებულებების არარსებობით, ეს აბსურდი გასცდა უკვე ბომბეიდან გვირაბის გაყვანის აი იმ მეტაფორას, რომელიც მონანიებაში დაგვიტოვეს. გუშინ იყო ძალიან ნიშანდობლივი ე. წ. ამ „ორგანიზებული ჯგუფის“ სასამართლო პროცესი. ბევრი ემოციური განცხადება გაკეთდა იქაც. იმასაც ვეღარ ახერხებენ, რა დააბრალონ ამ ხალხს. თურმე ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრები, შესაძლოა, ერთმანეთს არ იცნობდნენ. აი აქამდე დავიდა ბრალდება. აი ამ ყველაფრის პარალელურად, რევაზ კიკნაძემ საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა სასამართლოს წინაშე. მან თქვა, რომ თუ მაინცდამაინც ითხოვთ დავასახელო ორგანიზატორი, მე დავასახელებ ირაკლი კობახიძეს, რადგან სწორედ მისი განცხადების შემდეგ გავედი გარეთო. ეს მნიშვნელოვანი განცხადება იყო და ისიც ვიცით, რაზე საუბრობს კიკნაძე. აი ამ პირობებში, სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულები არიან, კობახიძე დაკითხონ და შემდეგ მოწმის სახით მიიყვანონ პროცესზე და დააპირისპირონ ერთმანეთს კიკნაძე და კობახიძე.

- ამას რომ არ იზამენ, თქვენც ხომ კარგად იცით?

- რა თქმა უნდა, მაგრამ რადგან იმ აბსურდში შევიდა სასამართლო, რომ თურმე შესაძლებელია, ეჭვმიტანილი სასამართლო დარბაზიდან გააძევო, სიტყვის თქმის უფლება არ მისცე და არც ერთ სასამართლო პროცესს არ დაასწრო, ასევე საუბრობენ იმ აბსურდზე, რომ არ არის სავალდებულო, დანაშაულებრივი ორგანიზაციული ჯგუფის წევრები  ერთმანეთს იცნობდნენო, აი სწორედ აქ ვხედავთ საბჭოთა ფაშიზმის გამოვლინებას. უბრალოდ, სახეს გვაჩვენებენ სხვანაირად. რა განსხვავებაა, "ტროიკა" იჯდება იქ გადაწყვეტილების მისაღებად, თუ ერთი მოსამართლე, რომელსაც უკან უდგას ეს რეპრესიული რეჟიმი.

- ჩვენ ვსაუბრობთ რეჟიმზე, რომლებიც ცდილობენ, კიდევ უფრო მეტი წნეხის ქვეშ მოაქციონ საზოგადოება. ახლა გვპირდებიან, რომ ფიქრებს და აზრებს გაგიკონტროლებთო. როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ამ ყველაფერს?

- ნებისმიერი ძალადობრივი რეჟიმი ყოველთვის იწყებს კანონების გამკაცრებას და ძალის დემონსტრირებას. იგივე რაღაც ხდება, რაც ხდებოდა ნებისმიერი ძალადობრივი რეჟიმის დროს, თუნდაც გასულ საუკუნეში იტალიასა და გერმანიაში როგორც ფორმირდა ფაშიზმი. სახელი სხვა ერქვა, მაგრამ იგივე ხდებოდა საბჭოთა კავშირშიც. ახლა, 21-ე საუკუნეში აღმოჩნდა, რომ საბჭოთა ადამიანის მენტალიტეტი არ დასრულებულა. როდესაც ფიქრების გაკონტროლებაზე მიდის საუბარი, აქაც მეტაფორა უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, სოციალურ ქსელში, ფეისბუქში, სადაც პოსტი უნდა გამოვაქვეყნოთ, პირველი ეს წერია, რას ფიქრობ შენო?!

- მეც ამიტომ გკითხეთ, ჩვენი აზრების და ფიქრების გაკონტროლებას ცდილობენ-თქო?

- დიახ, ახლა მოინდომეს, ფიქრი გაგვიკონტროლონ...

- და ამ ფონზე, ვისმენთ შეფასებებს, რომ ასეთი სუსტი ოპოზიცია არ ახსოვს ისტორიას. დაქსაქსული და უსუსური. ამ ფონზე როგორ შეიძლება, რომ სიტუაცია შევცვალოთ?

- მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ამ წუთას საერთოდ არ არსებობს საქართველოში! ბოლო დღეებიც ადასტურებს იმას, რომ ესენი ასე მიდიან. არ არსებობს ოპოზიცია საქართველოში და ნუ დაიბრალებს ნურავინ, რომ ისინი ოპოზიციაა! ვინ არის ოპოზიცია?! ოპოზიციაა ხაზარაძე? გახარია? ნაცმოძრაობა? თუ ოპოზიციაა ის ოთხი ნომერი თავისი ლიდერშიპით?! რით არიან ოპოზიცია, რას აკეთებენ?! იმას, რომ კომენტატორებად იქცნენ და მეტი არაფერი? ნირვანაში რომ არის ჩავარდნილი ხაზარაძე, ტვ "პირველი" რომ აქვს, იმიტომ! ვიღაცას "მთავარი არხი" რომ აქვს და ვიღაცას - "ფორმულა"? გახარია, ვითომ ცალკეა და ვიღაცისთვის მოთხოვნად პოლიტიკოსად ვითვლებიო, ეს არის პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური გაერთიანებების დემონსტრირება საქართველოში?! რის გამკეთებლები არიან?! საერთოდ არაფრის! მეასე დღემდე მივედით ჩვენ, ამ საყოველთაო პროტესტის და რა გააკეთა ოპოზიციამ?!

- მივედით მეასე დღემდე და უკვე შიში გაჩნდა საზოგადოებაში, აქა-იქ კითხულობენ, ერთ დღესაც რომ აღარ გამოვიდეს ხალხი რუსთაველზე, რა იქნება მერე?

- მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, დღეს მაინც ბუნებრივი პროცესი მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, აქ ზამბარის პრინციპი მოქმედებს. ხელისუფლების წნეხი, კიდევ უფრო გაიზრდება, ჩვენ ვნახავთ ამ ყველაფერს. ამ წნეხის პარალელურად კი, ქართული ოპოზიცია კურდღლებივით იქნებიან დამალულები. მათ ერთად დასხდომის და რაღაც ერთიანი გეგმის მოფიქრების თავი არ აქვთ. ეს ვერა და ვერ შეძლეს ამ ხნის განმავლობაში. სალომე ზურაბიშვილის ეს დავარცხნილი რაღაცა დებულებები საერთოდ აცდენილია დღევანდელ რეალობას! პუნქტები და გეგმები, ეს ყველაფერი საერთოდ აცდენილია არსებულ ვითარებას. მოწყვეტილია ადეკვატურობას.  სალომეს ირგვლივ გაერთიანდნენო და ვინ უნდა გაერთიანდეს, ის ადამიანები, რომლებმაც ამ ასი დღის განმავლობაში არაფერი არ გააკეთეს ერთად დასასხდომად და ერთი პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად, ახლა რა უნდა ქნან?! მათ პოლიტიკოსები ერქვათ წლების განმავლობაში და ხელფასს იღებდნენ ამაში. არ გაუკეთებიათ, არაფერი. გამოდის, რომ ესენი არიან ოროსანი პოლიტიკოსები!

- ვთანხმდებით, რომ ოპოზიცია ოროსანია. გამოსავალს რაში ხედავთ? ახალ არჩევნებზე ვსაუბრობთ და სადაა საპირწონე ძალა, ვინც „ოცნებას“ დაუპირისპირდება?

- როდესაც ზამბარის პრინციპი ვახსენე, პროცესის ბუნებრიობა ვახსენე ამ თვალსაზრისით. მე ნოემბრიდან მოყოლებული ვამბობდი, რომ აუცილებელია დაიწყოს ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირება. ამ ხნის განმავლობაში მრავალ გონიერ ადამიანს ვესაუბრე ამ საკითხზე. ყველაზე მნიშვნელოვანი,  რასაც ეს გონიერი ადამიანები შემხვედრად მპასუხობენ, ფულის საკითხია. საიდან მოვიტანოთ ფული. რა თქმა უნდა, ეს დღის წესრიგში დადგება, მაგრამ შეხედეთ, რამხელა სოლიდარობაა ქუჩაში, ხალხში, რუსთაველზე! აი ფულიც სწორედ ამ სოლიდარობიდან გაჩნდება! როგორც ის ფონდები გაჩნდა. მთავარია  იყოს გულწრფელი და პატიოსანი და სწორი გადაწყვეტილებები მიღებული. სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე თანაბრად შლიდა ამ პროცესს ცალკე ხელისუფლება და ცალკე ოპოზიცია, არც ერთს არ უნდა ახალი ჯანსაღი ძალის გამოჩენა. თქვენ რა გგონიათ, ამ ოპოზიციურ ლიდერებს, რომლებსაც საკუთარი ტელევიზიები აქვთ, მათაც თავისი შავი სიები აქვთ, ვინ უნდა გამოჩნდეს და ვინ არა მათი ტელევიზიით.

- მოხერხდება ასეთი სახალხო ძალის შექმნა, როდესაც ამხელა დაბრკოლებებია?

- რა თქმა უნდა, მოხერხდება. ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე აუცილებლად მივა. მიხვდება ხალხი, რომ ამ ოპოზიციის იმედად ყოფნა აღარ შეიძლება! უზურპირებული აქვთ ყველაფერი. რა მნიშვნელობა აქვს, ბიძინას აქვს ტელევიზია თუ ხაზარაძეს? თუ ეს პერსონალურ კუთვნილებებში გადადის?! არ დაგვავიწყდეს, რომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და სოციალური ქსელები ქმნიან არა მხოლოდ პრაგმატული გადაწყვეტილებების შედეგებს, არამედ უმთავრესს, ემოციურ მუხტს.

- სწორედ ამიტომ გადაწყვიტა „ოცნებამ“, რომ სოცქსელებიც უნდა გააკონტროლონ.

- ალბათ, მაგრამ უკვე იმდენი რაღაც არის შესაძლებელი, რომ გონზეც ვერ მოვლენ ეგენი. ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს ამ მიმართულებით. საკმაოდ რთული გაზაფხული გველოდება, თუმცა მაისის ბოლოსთვის ყველაფერი დაწმენდილი და ნათელი გახდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ასპარეზზე!

ნონა ცაბაძე

ახალი თაობა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა