თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მსოფლიო ლიდერების პასუხი დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებზე

ნახვები: 448 მსოფლიო ლიდერების პასუხი დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებზე

კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებს მისი ქვეყანა საპასუხო ზომებით შეეწინააღმდეგება.

”მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ მიზანმიმართულად და ძალით და ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ,” - აღნიშნა კანადის პრემიერმა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის თქმით, მის ქვეყანას სავაჭრო ომი არ სურს.

„ჩვენ არ გვინდა მზარდი სავაჭრო ბარიერები. ჩვენ არ გვინდა სავაჭრო ომი. ჩვენ გვინდა შეერთებულ შტატებთან ვაჭრობისა და თანამშრომლობის გზაზე დავბრუნდეთ, რათა ჩვენს ქვეყნებში ხალხმა შეძლოს უკეთესი ცხოვრებით ტკბობა“, - აღნიშნა კრისტერსონმა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ტარიფებს "არასწორი" უწოდა და განაცხადა, რომ ამან შეიძლება სავაჭრო ომი გამოიწვიოს.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვიმუშაოთ შეერთებულ შტატებთან შეთანხმებისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ სავაჭრო ომი, რომელიც აუცილებლად შეასუსტებს დასავლეთს სხვა გლობალური აქტორების სასარგებლოდ“, - აღნიშნულია მელონის განცხადებაში.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანეზი განცხადებით, ტარიფები მოულოდნელი არ არის, მაგრამ ისინი სრულიად გაუმართლებელია.

„ადმინისტრაციის ტარიფებს არანაირი ლოგიკა არ აქვს და ეწინააღმდეგება ჩვენი ორი ერის პარტნიორობის საფუძველს. ეს არ არის მეგობრის ქმედება," - აღნიშნა ავსტრალიის პრემიერმა.

შვეიცარიის პრეზიდენტმა, კარინ კელერ-სატერმა განაცხადა, რომ აშშ-ის სატარიფო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მისი მთავრობა სწრაფად განსაზღვრავს შემდგომ ნაბიჯებს.

"ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები უმთავრესია. ძირითად ღირებულებებად საერთაშორისო სამართლის ერთგულება და თავისუფალი ვაჭრობა რჩება", - აღნიშნა შვეიცარიის პრეზიდენტმა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ჰან დაკ-სოს განცხადებით, მთავრობამ უნდა გამოიყენოს მთელი თავისი შესაძლებლობები სავაჭრო კრიზისის დასაძლევად.

„მაშინ, როცა გლობალური სავაჭრო ომი რეალობად იქცა, მთავრობამ უნდა გამოიყენოს მთელი თავისი შესაძლებლობები სავაჭრო კრიზისის დასაძლევად“, - აღნიშნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრის ლაურა სარაბიას თქმით, ქვეყანა განიხილავს ზომებს იმ მიზნით, რომ ეროვნული ინდუსტრია და ქვეყნის ექსპორტიორები დაიცვას.

ბრაზილიის მთავრობამ განაცხადა, რომ აფასებენ ყველა შესაძლო ქმედებას ვაჭრობაში ნაცვალგების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, მიმართავს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ლეგიტიმური ეროვნული ინტერესების დასაცავად.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ, საბაზისო 10%-იან ტარიფი გამოაცხადა. ტრამპის გადაწყვეტილებით, 34%-იანი ტარიფი დაუწესდება ჩინეთს, ევროკავშირს - 20%-იანი, ვიეტნამს - 46%-იანი, ტაივანს - 32%-იანი, იაპონიას - 24%-იანი, ინდოეთს - 26%-იანი, სამხრეთ კორეას - 25%-იანი, ტაილანდს - 36%-იანი, შვეიცარიას - 31%-იანი, ინდონეზიას - 32%-იანი, მალაიზიას - 24%-იანი, დიდ ბრიტანეთს - 10%-იანი, ისრაელს - 17%-იანი, სამხრეთ აფრიკას - 30%-იანი.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა