ელენე ხოშტარია - შეიგნეთ, არ ვთანამშრომლობ არც შსს-სთან, არც სასამართლოსთან, არც პარლამენტთან, არც რაჟდენთან, არც კომისიებთან
გივი თარგამაძე საგამოძიებო კომისიაზე - ამაფეთქეთ, თქვენი ხელიდან მკვდარი ვარ, მაგ კომისიაზე თეფში დაატრიალეთ, ეგებ, ჩემი სული გამოგეცხადოთ
სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შესაძლოა, საქართველოს საკითხზე „მკაცრი რეზოლუცია“ მიიღოს
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა
ურსულა ფონ დერ ლაიენი - აშშ-ის ტარიფების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მისაღებად მზად ვართ
მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღება ეკრძალებათ
დროებით საგამოძიებო კომისიას მანდატის გაფართოებასთან ერთად, სახელწოდებაც ეცვლება
ანალენა ბერბოკი - უკრაინა მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის, სწორედ პუტინს არ სურს მშვიდობა

რატომ მარცხდება საქართველო და როგორ გავიმარჯვოთ?

18.03.2025 ნახვები: 966

ჩვენ გვიჭირს რეალობისთვის თვალის გაწორება და ხშირ შემთხვევაში პრობლემის სწორი გააზრება. მოგვწონს კონსპირაციებისა და შეთქმულების თეორიები. უამრავ რამეზე ვსჯელობთ, მაგრამ იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, თუ რა გვყოფს - რა გვაპირისპირებს, რატომ ვერ ვისწავლეთ თანაცხოვრება და რატომ ვერ ვაშენებთ ნორმალურ სახელმწიფოს. და თუ მაინც ვიწყებთ ამ თემაზე ფიქრს ან მსჯელობას, ყველაფერი  „ისტობამდე“ ან ნაც-ქოცამდე დაგვყავს. არა და, ასე მარტივად სულაც არ არის საქმე.

საზოგადოებაში არსებულ დაყოფასთან, დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რომელიც მეტწილად მართული პროცესია და საბოლოოდ საქართველოსა და მისი მოსახლეობის - ვისი მომხრეც უნდა იყოს, დამარცხებას იწვევს, ჩემს ხედვას შემოგთავაზებთ.

***

ოპოზიცია ფრაგმენტირებული (უმეტეს შემთხვევაში პარტიულ დონეზე დაშლილი) და სუსტია, ვერ ახერხებს ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებას და რეალური პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერებას.

მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო მუხტი შენარჩუნებულია და რუსთაველის გამზირის მიღმაც საზოგადოების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა, ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ საკმარისი რესურსი, ორგანიზებულობა და ნდობა, რომ ეს ენერგია ეფექტიან პოლიტიკურ ცვლილებად აქციონ.

მთავარი პრობლემები:
შიდა უთანხმოებები – ოპოზიციურ ბანაკში ერთმანეთთან შეჯერებული პოზიციები იშვიათია.
ლიდერობის კრიზისი – არ ჩანს ერთი ან რამდენიმე ძლიერი ფიგურა, რომელსაც შეუძლია ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვება.
კონკრეტული სტრატეგიის არარსებობა – საპროტესტო გამოსვლები და კრიტიკა ხშირია, მაგრამ მოქმედებები ხშირად ქაოსური და ნაკლებად შედეგიანია.
საზოგადოებრივი ნდობის დეფიციტი – ხალხის დიდი ნაწილი ოპოზიციას არ აღიქვამს რეალურ ალტერნატივად.

ამიტომ, ქართული ოცნებაფაქტობრივად კომფორტულ პოზიციაშია – ოპოზიცია ვერ ქმნის მასზე სერიოზულ ზეწოლას, რის გამოც მმართველი პარტია მეტ-ნაკლებად სტაბილურად ინარჩუნებს ძალაუფლებას, მიუხედავად მზარდი უკმაყოფილებისა.

საზოგადოებაში კვლავაც ნარჩუნდება დაპირისპირება და ურთიერთმიუღებლობა, რომელიც სახელმწიფოს განვითარების უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს და არსებული კრიზისის პირობებში ეს კიდევ უფრო თვალნათელი გახდა.

***
ქართულ საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების მიზეზები მრავალშრიანია და მხოლოდ ღირებულებითი კონფლიქტით არ შემოიფარგლება.

დაპირისპირება არა მხოლოდ მსოფლმხედველობათა განსხვავებებს, არამედ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფაქტორებსაც ეფუძნება.
ერთი შეხედვით, ქართული საზოგადოება დაყოფილია ტრადიციულ და თანამედროვე ღირებულებებს შორის.

თუ სიღრმისეულად შევხედავთ ქართული საზოგადოების ტრადიციულ ღირებულებებს, ის საკმაოდ დამახინჯებულია და ხშირ შემთხვევაში რუსული და საბჭოთა ტრადიციებით არის გაჯერებული, რომელსაც ტრადიციის კლასიკური გაგებიდან განდევნილი აქვს ეთნოტრადიცული ღირებულებები.

რა არის ამ კონფლიქტის საჯაროდ დეკლარირებული არსი?

პატრიარქალური და რელიგიური იდენტობა – საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ტრადიციულ ღირებულებებს ემხრობა. თუმცა, იგივე ნაწილი, საკუთარი ცხოვრების წესით მეტწილად აცდენილია ქრისტიანულ ღირებულებებს.

ლიბერალური მოძრაობები და ახალი თაობა – დასავლური ღირებულებების დამკვიდრება კონფლიქტში მოდის ძველ სისტემასთან. თუმცა აქაც უნდა ვაღიროთ, რომ ცალკეულ შემთხვევებში დასავლური ღირებულებების დეკლარანტებისთვის ღირებულებების ცალკეული სისტემა ბოლომდე არ არის გასაგები.

ასევე საჯარო დაპირისპირების თემაა - ლგბტქ+ თემატიკა, გენდერული როლები, ეკლესიის გავლენა. ამ შემთხვევაში აღიარებას მოითხოვს ის გარემოება, რომ ხშირ შემთხვევაში ცალკეული თემატიკის წამოწევა უფრო ხელოვნური და მართულია, როდესაც თემის სპიკერებს ბოლომდე არც კი ესმით რაზე და რატომ მსჯეობენ - დავობენ. ასეთი დავების - რასაც პოლემიკას ვერ დავარქმევთ - დროს არგუმენტებზე უფრო მეტად წინა პლანზე გამოდის ფრაზები „ცუდია და იმიტომ!“

ცხადია, ჩამოთვლილი არსობრივად არ და ვერ იქნება დაპირისპირების ფუნდამენტური მიზეზი, რადგანაც ღირებულებითი კონფლიქტები ბევრ საზოგადოებაშია, თუმცა ეს ყველას არ ყოფს ასე ღრმად.

ჩემი პოზიცია, საკუთარი თუ ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, უამრავი განსხვავებული მოსაზრების გაცნობისა და შესწავლის შემდეგ, საზოგადოებაში არსებული ფუნდამენტური დაპირისპირების მიზეზების გააზრებისას ასეთია:

1. საგარეო პოლიტიკა როგორც შიდა დაპირისპირების მიზეზი: რუსეთი თუ დასავლეთი

2008 წლის ომის ცხელი ფაზის დასრულების შემდეგ, საქართველოს წინააღმდეგ ინტენსიურად მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი, რომელთან არა თუ გამკლავება, არამედ წინააღმდეგობის გაწევა მწყობრი სისტემით არ უცდია არც ერთ ხელისუფლებას და არ შექმნილა არანაირი წონადი დოკუმენტი ამ მიმართულებით.
ამ კონტექსტში ცალკე თემაა ქართული მედიაპოლიტიკა, რომელიც ხშირ შემთხვევაში არა თუ წინააღმდეგობას წევდა, როგორც ქართული მხრიდან ამ ომის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი, არამედ, ხშირად, პირიქით - გაუაზრებლად ხელს უწყობდა პრორუსული პოლიტიკის წარმართვას და ამის ნათელი მაგალითია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და მთავარი კანდიდატების პრორუსებად შერაცხვა.
რუსეთი საკუთარი პროპაგანდით, რომელსაც ქართული ძალებისა და პერსონების მეშვეობით ახორციელებდა და დღემდე აგრძელებს, მუდმივად ამწვავებს დაყოფას, მაგრამ სტერეოტიპულ სტრატეგიაში ზის - „მტრული დასავლეთი“, „ეროვნული ღირებულებების ნგრევა“. ამ სტრატეგიული ხაზის ტაქტიკური გამოვლინებები წლების განმავლობაში არაერთხელ ვნახეთ, თუნდაც უმცირესობების დემონიზირებით, „გარეჯი საქართველოა“, „ეკლესიას ებრძვიან“, „ტრადიციებს გვართმევენ“.

რაც შეეხება პროდასავლური ძალებს - ისინი ღიად დეკლარირებენ, რომ რუსეთის არის ოკუპანტი, რაც საზოგადოების ამ ნაწილში განაპირობებს ანტაგონიზმს მათსა და რუსულ იდეოლოგიაზე მომართულ ჯგუფებს შორის.

ნიშანდობლივია, რომ ეს დაპირისპირება არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის საკითხია – ის გადადის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მედიისა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში.

2. ეკონომიკური უთანასწორობა – საზოგადოების ღრმა სოციალური დაყოფა

ღირებულებები და პოლიტიკა მხოლოდ ერთ მხარეს წარმოადგენს – მეორე დიდი პრობლემა სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობაა.
თვალნათლივ ვხედავთ, რომ საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბია, ხოლო მცირე ნაწილი – ექსკლუზიურად მდიდარი.
თავად საზოგადოებისთვის სამწუხაროდ და ნებისმიერი იმ პოლიტიკური ძალისთვის „სასიკეთოდ“, რომელიც მარტავს სახელმწიფოს კონკრეტულ ვითარებაში, ეკონომიკური გაჭირვება აძლიერებს რადიკალიზმს. ხალხი ადვილად ემორჩილება პროპაგანდას, რომელიც სთავაზობს მარტივ მტრის ხატს.
ამავდროულად, გაჭირვებული ფენები ხშირად ნოსტალგიით უყურებენ საბჭოთა პერიოდს.
დასავლეთთან ინტეგრაციის იდეას მხოლოდ ღირებულებითი პრობლემა არ აქვს – ბევრისთვის ეს ნიშნავს სოციალურ უთანასწორობას, რადგან რუსული პროპაგანდის გავლენით, საზოგადოების გაჭირვებული ფენისთვის, ევროპული ეკონომიკა ჯერ კიდევ არ ასოცირდება კეთილდღეობასთან.
რაც შეეხება ელიტას - თანამედროვე ქართული ბიზნეს ელიტა მეტწილად საბჭოთა მენტალობისაა და სამოქალაქო ომის განუკითხაობაზე - ძალადობაზე ან ძირითადად საეჭვო გარიგებაზეა აღმოცენებული, რაც მათ მტაცებლურ სულისკვეთებასა და სახისმეტყველებაში გამოიხატება. ამ ელიტის უმთავრესი მახასიათებელია სოციალურ ეკონომიკური ქედმაღლობა და მედიდურობა. ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, თუ ვის უჭერენ ისინი მსოფლმხედველობრივად მხარს, ძნელია - უფრო სწორად ადვილია, რადგან მათი ელიტარულობა ხელისუფლებების მფარველობაზეა დამოკიდებული. რა მიმართულებითაც მიდის ხელისუფლება იმ იდეოლოგიური მსოფლმხედველობის მხარდამჭერია  ქართველი ელიტარული მდიდრების აბსოლუტური უმეტესობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისინი დასავლეთისგან საკმაოდ დიდ სოციალურ და ფინანსურ კაპიტალს იღებენ.

3. ომის შიში და სტაბილურობის ნარატივი

როდესაც ხელისუფლებას ვახსენებ, აპრიორი მივიჩნევ, რომ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ინტერესების რეალიზატორი უნდა იყოს. შესაბამისად, მოგვიწევს იმის აღიარება, რომ საქართველოს ინტერესების რეალიზებას დამოუკიდებლობის შემდეგ, თითქმის ყველა ხელისუფლებამ დააკლო ძალისხმევა.
ისიც ფაქტია, რომ ყველა ხელისუფლების პირობებში ჩვენ გვქონდა რუსეთთან ომის ცხელი ფაზა. სწორედ ამ გარემოებით სარგებლობის „ქართული ოცნება“, რომლის მიერაც, პრორუსულ ძალებთან ერთად „ომის შიშის გაღვივება“ საზოგადოების მსოფლმხედველობითი დაპირისპირების ერთ-ერთ ქვაკუთხედად იქცა.
ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ქართული საზოგადოებაში არსებობენ რაიმე სახის ჯგუფები, რომელთაც სურთ ომი, როგორც ამას „ოცნების“ პროპაგანდა ცდილობს წარმოაჩინოს. კონფლიქტის არსი ამ შემთხვევაში მდგომარეობს იმაში, რომ პროპაგანდის საფუძველზე, რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების შიში, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს კონფორმიზმისკენ უბიძგებს და უფრო მეტიც, ამყოფებს ამ მდგომარეობაში. შიშის კონფორმიზმი კი უამრავ დათმობებს და რეალურად, რუსეთის მიმართ კაპიტულანტურ პოლიტიკას გულისხმობს.

 „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი პროპაგანდით მოახერხა, რომ „სტაბილურობა“ გაცილებით ძლიერ სლოგანად იქცა, ვიდრე თავისუფლების იდეა, რომლის გააზრებაც ამ მდგომარეობის საუკუნეების განმავლობაში უქონლობის გამო მემკვიდრეობით მეხსიერებაში მიძინებულია.
მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ ახერხებს თავისუფლების აღქმისა და წარმოსახვას, შინაგანი მოთხოვნილების უქონლობის გამო. თავისუფლება ბევრისთვის „უპატრონოდ“ დარჩენად აღიქმება. რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, 21-ე საუკუნეში გვაქვს მოცემულობა, როდესაც მოსახლეობის ცალკეული ნაწილი პროცესს სწორედ ისე აღიქვამს, როგორც მე-19 საუკუნეში ყმობიდან გათავისუფლებული გლეხი.

ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ომის შიში მხოლოდ პროპაგანდის შედეგი არ არის – ხალხს რეალურად ახსოვს გასული საუკუნის 90-იანები, 2008 წელი, რაც მათ ემოციურ გადაწყვეტილებებზე მოქმედებს.
აქვე უნდა აღინიშნოს ამ საკითხში ოპოზიციისა და ოპოზიციური მედიის სუსტი სტრატეგიები, რაც ამყარებს ხელისუფლების ნარატივს – „მათ ომი უნდათ, ჩვენ მშვიდობა“.
ოპოზიციამ ისიც ვერ შეძლო რომ ძლიერ გზავნილად ექცია თუნდაც ასეთი სახის აზრი: "ჩვენ არ გვინდა ომი – ჩვენ გვინდა ძლიერი და დაცული საქართველო!", რომელიც შესაძლო იყო გამდიდრებულიყო ასევე სხვა ანალოგიური შინაარსის აზრებით: „შიშის ნაცვლად, ხალხს სიძლიერის და დაცულობის განცდა უნდა მივცეთ!“; „მშვიდობა მხოლოდ სიძლიერეზე დგას – მორჩილება ვერ ქმნის უსაფრთხოებას!“.
არავინ განჭვრიტა ის რეალობა რომელშიც ვიმყოფებით და თქვა: "ოცნების" მშვიდობა სინამდვილეში "უსაფრთხოების კაპიტულაციაა" – ჩვენ გვჭირდება რეალური, მყარი, დაცული სამშვიდობო მოდელი!
და ამ თემის - ანუ საზოგადოებრივი დაპირისპირების „ომის“ მიზეზზე საუბრისას, არც ის ითქვა მწყობრად, რომ "მშვიდობა შიშზე კი არ უნდა იყოს აგებული, არამედ სახელმწიფოს სიძლიერეზე!"

4. სახელმწიფო ინსტიტუტების კრიზისი და უნდობლობა

თუ ვიქნებით ობიექტურები, უნდა ეს ყველამ უნდა აღიაროს, რომ ქართულ საზოგადოებაში ნდობის კრიზისია – ხალხი ბოლომდე არავის ენდობა არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას.
ცხადია, რომ ხელისუფლება დისკრედიტირებულია, მაგრამ ოპოზიცია ვერ სთავაზობს რეალურ ალტერნატივას.
პოლარიზაციის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ხალხი არ გრძნობს, რომ სახელმწიფო მათ ემსახურება – ისინი ხედავენ მხოლოდ ელიტებს და ელიტების მიერ მიღებულ სარგებელს.
განვლილი თვეების მაგალითებიც საკმარისია იმის აღსანიშნავად, რომ სასამართლო სისტემა, სამართალდამცველები, ბიუროკრატია –მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მტრული სისტემაა.
როდესაც მოქალაქეს არ აქვს ნდობა სახელმწიფოს მიმართ, ის ხდება ან ულტრა-კონსერვატორი ან ულტრა-რადიკალი.

ახლა განვიხილოთ საკითხი თუ რა აძლიერებს საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებას?

1. მედია და პროპაგანდა
ა) მედია აძლიერებს დაყოფას – ყველა სატელევიზიო არხი მხოლოდ ერთ მხარეს წარმოადგენს და ქმნის ალტერნატიულ რეალობებს.
ბ) ფეისბუქ-პროპაგანდა – პოლიტიკურად ნეიტრალური სივრცეები არ არსებობს, ყველა გაყოფილია.
გ) ინფორმაციის პოლარიზაცია – ხალხი არა ფაქტებს, არამედ ნარატივებს იღებს.

2. პოლიტიკური ელიტის ინტერესები
ა) ხელისუფლებას სჭირდება დაყოფილი საზოგადოება, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს.
ბ) ოპოზიცია ვერ ახერხებს საერთო დღის წესრიგის ჩამოყალიბებას – მასაც ხელს აძლევს დაპირისპირება, რათა პოლიტიკური ენერგია არ დაიკარგოს.

3. საგანმანათლებლო კრიზისი
ა) ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ იღებს კრიტიკული აზროვნების უნარებს – განათლების სისტემა ამ პრობლემებს ვერ აგვარებს.
ბ) გაჭირვებულ საზოგადოებაში განათლებას ფასი ეკარგება, რაც მოსახლეობას კიდევ უფრო აპირისპირებს.

მოკლედ შევაჯამოთ თუ რატომ არის საქართველო მუდმივ დაპირისპირებაში
ა) ღირებულებითი კონფლიქტი რეალურია, მაგრამ ის მხოლოდ ზედაპირული მიზეზია – მთავარი პრობლემაა სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა.
ბ) რუსული პროპაგანდა აძლიერებს დაყოფას, მაგრამ მისი ეფექტიანობა განპირობებულია შიდა კრიზისებით.
გ) ომის შიში და სტაბილურობის ნარატივი ქმნის გაუბედავ საზოგადოებას, რომელიც ცვლილებას ეჭვის თვალით უყურებს.
დ) სახელმწიფოს მიმართ უნდობლობა კრიტიკულ დონეზეა – ხალხს არ სჯერა, რომ სახელმწიფო მათ ემსახურება.

***

ერთია პრობლემის წარმოჩენა და მეორე - მთავარი ამ პრობლემის მოგვარების გარკვეული გზების დასახვა. ამიტომ ახლა ასე დავაყენოთ საკითხი: როგორ უნდა მოგვარდეს დაპირისპირება ქართულ საზოგადოებაში?

ქართულ საზოგადოებაში არსებული ღრმა დაყოფა (ღირებულებითი, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, საგარეო ორიენტაციის თვალსაზრისით) არ შეიძლება ერთი მარტივი გზით მოგვარდეს.
საჭიროა კომპლექსური სტრატეგია, რომელიც მოიცავს განათლებას, მედიას, ეკონომიკურ სტაბილურობას და ახალი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას.
მესმის რომ ეს ყველაფერი სულაც არ შედის „ქართული ოცნების“ ინტერესებში, მაგრამ ნებისმიერი ხელისუფლება „ხვალ“ კვლავ დადგება ამ დაპირისპირების წინაშე და მას მაინც მოუწევს მის გადაწყვეტაზე ზრუნვა. ამიტომ რამდენიმე მოსაზრებას შემოგთავაზებთ ამ მიმართულებით.


1️. ნდობის აღდგენა – სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება
მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხალხს აღარ აქვს ნდობა სახელმწიფოსა და პოლიტიკურ ელიტების მიმართ ამიტომ აუცილებელია:
) სასამართლო სისტემის რეფორმა – კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი.
) საპარლამენტო მუშაობის გამჭვირვალობა – ხალხმა უნდა იცოდეს, რას აკეთებენ დეპუტატები.
) ხელისუფლების და ოპოზიციის ანგარიშვალდებულება – პოლიტიკოსები უნდა აიძულო, რომ საზოგადოებას პასუხი გასცენ და არა ერთმანეთს ებრძოლონ.

თუ ხალხი დაინახავს, რომ სისტემა სამართლიანია, დაპირისპირება ნაკლებად მკვეთრი გახდება, რადგან ნდობის კრიზისი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

2️. ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება – სტაბილური ცხოვრების შექმნა
სოციალური დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ღარიბ და მდიდარ ფენებს შორის მზარდი უფსკრულია.
აუცილებელია:
) საშუალო ფენის გაძლიერება – თუ საზოგადოებას ექნება ეკონომიკური სტაბილურობა, ის ნაკლებად იქნება განწყობილი ექსტრემიზმისა და აგრესიული პოლიტიკისკენ.
) ეკონომიკური პოლიტიკის გამჭვირვალობა – ხელისუფლება უნდა აიძულო, რომ ხალხს აჩვენოს რეალური ეკონომიკური გეგმები და არა მხოლოდ ციფრები.
) ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და რეგიონალური განვითარება – რეგიონის მცხოვრებლები უნდა გრძნობდნენ, რომ თბილისი არ არის "ყველაფრის ცენტრი".

თუ ხალხი უკეთესად ცხოვრობს, მათ პოლიტიკურად მანიპულირება უფრო რთული იქნება – ეკონომიკური სტაბილურობა ხალხს ნაკლებად აგრესიულს ხდის.

3️. განათლების სისტემის რეფორმა – კრიტიკული აზროვნების გაძლიერება
განათლება არის მთავარი იარაღი, რომლითაც საზოგადოება გამოვა მუდმივი დაპირისპირებიდან. ამისთვის აუცილებელია:

) სკოლებში კრიტიკული აზროვნების სწავლება – ახალ თაობას უნდა შეეძლოს ინფორმაციის დამოუკიდებლად ანალიზი.
) პოლიტიკური განათლების გაძლიერება – ხალხმა უნდა იცოდეს, როგორ მუშაობს დემოკრატია, არჩევნები, სახელმწიფო ბიუჯეტი და რატომ არის მათი ხმა მნიშვნელოვანი.
) მეცნიერებისა და კვლევების დაფინანსება – პროგრესული განათლება ნიშნავს, რომ საზოგადოება აღარ იქნება ადვილად მანიპულირებადი.

თუ ახალი თაობა იქნება უკეთ განათლებული, ის აღარ გახდება პოლარიზებული პოლიტიკური თამაშის მსხვერპლი.

4️. მედიის როლი – საინფორმაციო ომის განეიტრალება
მედია საქართველოში მთავარი ინსტრუმენტია საზოგადოების დაყოფისთვის. საჭიროა დამოუკიდებელი, დაბალანსებული მედიის განვითარება. ამისათვის აუცილებელია:

ა) რუსული და შიდა პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა – კრიტიკული მედიის მხარდაჭერა, ფაქტჩეკინგის გაძლიერება.
ბ) დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის განვითარება – ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო სივრცე, რომ რეალური ამბები გააშუქონ და არა პოლიტიკური დაკვეთები შეასრულონ.
გ) სოციალური მედიის ალგორითმების დაბალანსება – საჭიროა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, თუ როგორ უნდა გაერკვეს ხალხი ინფორმაციაში.

თუ საინფორმაციო გარემო დაბალანსებულია, საზოგადოება აღარ იქნება ამ დონემდე გაყოფილი.

5️. პოლიტიკური კულტურის შეცვლა – საზოგადოების მონაწილეობა პოლიტიკაში
საქართველოში პოლიტიკა ელიტების ბრძოლაა, ხალხი კი მხოლოდ მაყურებელია. ეს უნდა შეიცვალოს. ამისათვის აუცილებელია:
ა) მოქალაქეების აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში – ხალხი უნდა იყოს გადაწყვეტილების ნაწილი, უნდა იყოს მეტი პოლიტიკური პლატფორმა მოქალაქეებისთვის.
) პოლიტიკური პარტიების დემოკრატიზაცია – პარტიებს უნდა ჰქონდეთ შიდა დემოკრატია, რათა იქ არ იყოს მხოლოდ ერთი ლიდერის დიქტატი.
) ახალი პოლიტიკური ძალების წამოწევა – ახალგაზრდული და პრაგმატული პოლიტიკის წახალისება.

თუ მოქალაქეები რეალურად იქნებიან პოლიტიკაში ჩართულნი, ისინი აღარ იქნებიან მხოლოდ "საზოგადოება", რომლის მანიპულირება ადვილად შეიძლება.

***

ჩემთვის გასაგებია, რომ ამ ყველაფერის რეალიზებას და სასურველი შედეგის მიღწევას ათწლეულები სჭირდება. პირველ ეტაპზე, მე ვფიქრობ, უნდა გაჩნდეს იდეა, რომელიც ერთმანეთის ზიზღს გაანელებს. იდეა, რომელიც მეტი იქნება რუსეთზე, ევროპაზე, ან სხვა ღირებულებაზე და იქნება ზოგადქართული და ყველასთვის მისაღები, მათ შორის უმცირესობებისთვის.

ვფიქრობ, რომ ერთიანი ეროვნული იდეა, რომელიც ქართულ საზოგადოებაში დაპირისპირებას შეამცირებს, უნდა იყოს ისეთი, რომელიც:
) არ იქნება პოლარიზებული – ანუ არ დაეყრდნობა მხოლოდ დასავლურ ან მხოლოდ ტრადიციულ ღირებულებებს.
) გაერთიანებს ყველას –მასში ჩართული იქნება ყველა ფენა და სოციალური ჯგუფი.
) ხალხს მისცემს იმედს და მოქმედების სურვილს და არა მხოლოდ ფილოსოფიურ ხედვებს.

საიდან მოვიტანოთ ეს იდეა?

ცხადია, რომ ყველა კონფლიქტის მიზეზი არის დაპირისპირება "ვინ არის მართალი" – ამიტომ იდეა უნდა იყოს არა "ვის მხარეს ხარ?", არამედ "რას ვაშენებთ ერთად?".

იდეა უნდა იყოს უფრო დიდი, ვიდრე არსებული პოლიტიკური პარტიები, რადგან ქართულ პოლიტიკას ძალიან დაბალი ნდობა აქვს.
ის უნდა ეყრდნობოდეს ისეთ ღირებულებებს, რომელიც ქართული იდენტობის ნაწილია, მაგრამ ამავდროულად მისცემს სივრცეს ცვლილებებისთვის.

მაგალითისთვის, სამი იდეა, რომელიც შეიძლება ეროვნული გაერთიანების საფუძვლად იქცეს:

1. "ქართული იდეასამართლიანი ქვეყანა"
იდეა: საქართველო უნდა გახდეს სამართლიანობის მოდელი – სადაც კანონი ყველასთვის ერთია.
ა) მართლმსაჯულება, სადაც არც მმართველი და არც მოქალაქე დაჩაგრული არ იქნება.
ბ) სისტემა, სადაც ადამიანს არ დასჭირდება ნაცნობობა, კორუფცია და გავლენები.
გ) საზოგადოება, სადაც არც ერთი ჯგუფი არ გრძნობს თავს გარიყულად.

რატომ შეიძლება იმუშაოს ამ იდეამ?
ა) სამართლიანობის მოთხოვნა ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც კონსერვატორებისთვის, ისე ლიბერალებისთვის.
ბ) რუსეთი ყოველთვის იყო უსამართლობის ქვეყანა – თუ საქართველო სამართლიანობის მაგალითი გახდება, ეს იდეა თავად გაანეიტრალებს რუსულ ნარატივს.
გ) "ქართული ოცნება" და ძველი ოპოზიცია ვერ იტყვიან, რომ ამ იდეას არ იზიარებენ – მათ მოუწევთ სამართლიანობისკენ სვლა.

2. "მეგობრული საქართველოსახელმწიფო, სადაც ყველა დაცულია"
იდეა: ქვეყანა, სადაც არც ერთი მოქალაქე არ გრძნობს, რომ ის უცხო და ვიღაცისთვის მიუღებელია - მტერია.
ა) ნაკლები აგრესია საზოგადოებაში – პოლიტიკა, სადაც მთავარი მიზანი არა მტრობა, არამედ თანამშრომლობაა.
ბ) განათლება, სადაც სიძულვილის ნაცვლად ადამიანი თავის შესაძლებლობებს ავითარებს.
გ) ღირებულება, რომელიც ქართულ კულტურაში ბუნებრივად არსებობს – სტუმართმოყვარეობის, სოლიდარობის და ურთიერთგაგების კულტურა.

რატომ შეიძლება იმუშაოს ამ იდეამ?
ა) ქართველებს სძულთ ერთმანეთს არა იმიტომ, რომ სხვებზე უფრო აგრესიულები არიან, არამედ იმიტომ, რომ სისტემა მუდმივად აწყობს მათ დაპირისპირებას.
ბ) ეს იდეა არ უპირისპირდება არც ტრადიციას და არც პროგრესს – ის უბრალოდ ამბობს, რომ ადამიანებმა ერთმანეთი ადამიანებად უნდა აღიქვან.
გ) თუ საზოგადოება ნორმალური კომუნიკაციის რეჟიმში გადავა, პოლიტიკური პოლარიზაციაც დასუსტდება.

3. "შედეგზე ორიენტირებული საქართველოსახელმწიფო, რომელიც რეალურად ვითარდება"
იდეა: მთავარია, ვინ რას აკეთებს სახემწიფოსთვის, და არა ვინ რა შეხედულებისაა.
ა) ქვეყნის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარება უნდა გახდეს მთავარი თემა – და არა ვინ არის რუსული ან დასავლური აგენტი.
ბ) ყველა ადამიანი, რომელიც წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში – უნდა იყოს დაფასებული, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა.
გ) ღირებულება: პატრიოტიზმი ნიშნავს იმას, რომ შენ რეალურად ქმნი რამეს, რაც სჭირდება სჭირდება.

რატომ შეიძლება იმუშაოს ამ იდეამ?
ა) საქართველო უკვე დიდი ხანია, მხოლოდ პოლიტიკური ველზეა ფოკუსირებული და რეალური პროგრესი არ ჩანს.
ბ) თუ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ დასაქმდნენ, შექმნან, განავითარონ საკუთარი ცხოვრება – ეს უფრო დიდ მოტივაციას შექმნის, ვიდრე პოლიტიკური დაპირისპირება.
დ) ამ იდეას ვერ ეწინააღმდეგება ვერც მემარცხენე, ვერც მემარჯვენე, ვერც ლიბერალი და ვერც კონსერვატორი – რადგან ყველა რეალურ შედეგებს ეძებს.

ცალკეული ინიციატივეისა და იდეების გაჟღერებისას მუდამ ისმის კითხვა - როგორ უნდა განხოციელდეს?
მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს არა უბრალოდ ლოზუნგი, არამედ გააზრებული უნდა იქნას, როგორც კონკრეტული ეროვნული პროექტები, რომლებიც ამ იდეების პრაქტიკულ რეალიზებას მოახდენს.
უნდა ჩამოყალიბდეს ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას და განვითარების ფოკუსს.
უნდა შეიქმნას პლატფორმა, სადაც საზოგადოების ყველა ფენა იგრძნობს, რომ მათ ხმას აქვს მნიშვნელობა.

ჩვენ უნდა მივხდეთ, რომ კარგი და წარმატებული სახელმწიფო ვერ აშენდება მისი მოქალაქეების დაპირისპირებით. თუნდაც ხელისუფლების ცვლილება არ არის ის გამოსავალი, რომელიც გააკეთილშობილებს გარემოს. გარემოს გაკეთილ;შობილებას სჭირდება ურთიერთმტრობისა და სიძულვილის დასრულება, სხვაგვარად ჩვენ მუდამ დავმარცხდებით.

საქართველოს გამარჯვებას სჭირდება სახელმწიფოს მოქალაქეების ურთიერთსიძულვილის დასრულება.

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

"ნეიშენ ჯორჯია"



 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა