უკრაინული მედია: დრონებმა რუსეთის ვოლგოგრადისა და სამარის ოლქებში საწარმო და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანეს
ტრამპი: უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებს არ დაარტყამენ
ზელენსკი: უკრაინა მზადაა რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოს, თუ მოსკოვიც შეწყვეტს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს
ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება — გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე პირებს შეეხება
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართავს
პროკურატურა ბურჭულაძესა და მხეიძესთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს — საქმე ღარიბაშვილისთვის 750 ათასი ლარის ქრთამის გადაცემას ეხება
უნგრეთმა 10 რუსი დიპლომატი გააძევა — მოსკოვი „მკაცრი და მტკივნეული“ პასუხით იმუქრება
ფარცხალაძე: რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოვაყალიბეთ — უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს ვიბრძოლებ

ზელენსკი: უკრაინა მზადაა რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოს, თუ მოსკოვიც შეწყვეტს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს

ნახვები: 211 ზელენსკი: უკრაინა მზადაა რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოს, თუ მოსკოვიც შეწყვეტს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს

 

უკრაინა მზად არის, თავი შეიკავოს რუსეთის ენერგეტიკულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან, თუ პარტნიორები უზრუნველყოფენ, რომ მოსკოვიც შეწყვეტს უკრაინის შესაბამის ობიექტებზე თავდასხმებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.

მისი თქმით, უკრაინამ პარტნიორებს შესთავაზა, რუსეთთან მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას შეაჩერებს. ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსული დარტყმების სამიზნე ყოველდღიურად ხდება უკრაინის ენერგეტიკული და საპორტო ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკური ობიექტები და საწყობები, სადაც საკვები და მედიკამენტები ინახება.

„თუ ჩვენი პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ, რომ რუსეთი ნამდვილად თავს შეიკავებს ჩვენი ელექტროენერგიის სისტემის, სხვა ენერგეტიკული ობიექტების, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და საკვების მომარაგების მარშრუტების დაბომბვისგან, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი მხრიდანაც თავი შევიკავოთ დარტყმებისგან“, — წერს ზელენსკი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კიევს არ აქვს ნდობა, რომ რუსეთი შესაძლო შეთანხმებას შეასრულებს. მისი თქმით, შეთანხმება უნდა იყოს „სანდო, გრძელვადიანი“ და რეალური გავლენა ჰქონდეს ადამიანების ცხოვრებაზე.

„ომი დასასრულამდე უნდა მივიყვანოთ. კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით დეესკალაციური ნაბიჯი შესაძლოა პირველი ნაბიჯი იყოს მშვიდობისკენ. კონკრეტიკას ჩვენი პარტნიორებისგან ველით“, — აცხადებს ზელენსკი.

14 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტას და, მისივე თქმით, ანალოგიურ ნაბიჯზე რუსეთიც თანახმაა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა