ვედანტ პატელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - მსგავს კანონებს იყენებენ კრემლი და სხვა რეპრესიული მთავრობები
კელი დეგნანი - საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიყავთ იმ ძალებს, რომლებსაც ძალაუფლების შენარჩუნების ეგზისტენციალური საჭიროება აქვთ
ირაკლი კუპრაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
პრეზიდენტი - გვაქვს პერსპექტივა, წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით
Zelensky: Ukrainian defense industry will produce ten Bohdana howitzers this month
Syrskyi and Umerov get acquainted with new models of weapons, equipment produced in Ukraine
British Intelligence analyzes activity of Russian Black Sea Fleet after replacement of commander

"ილუზიაა კარგი და ცუდი ხელისუფლება, რეალობაა ჯანსაღი და არაჯანსაღი პოლიტიკა."

05.21.2021 | 10:26 ნახვები: 668

30 წელია ვერ დაღვინდა ქართული პოლიტიკა, დაავადებაც კი ისევ საყმაწვილო სჭირს - რომ გგონია უკვე მოიხადაო, ცოტა ხანში ისე გამოფოთლავს ხოლმე მთელს სხეულზე, სახე და თავი საერთოდ ეკარგება.

სახადი უნდა მოიხადოო, უთქვამთ ჩვენს წინაპრებს - წამლობა არ უყვარსო, ჰოდა ჩვენც ტრადიციულად ქუჩაში გამოვარდნით, დროშების ფრიალით და ჯოს, ჯოს ძახილით ვწამლობთ ამდენი ხანი ქვეყანას, სახელმწიფოს და თავად პოლიტიკას.

ამოვისუნთქებთ და გვგონია გავისტუმრეთ ერთი სახადი, მეორე ისეთი დაეტაკება ამ ზრდადაუსრულებელ ქართულ პოლიტიკას, რომ სანამ მთლად ხელში ჩაგვაკვდება, იმაზე ვმსჯელობთ წინა უფრო რთულად გადაჰქონდა, თუ ეს - ახალი.

ამ საყოველთაო ჟამიანობისა და პანდემიის დროს, ჩვენი თავი რომ გაგვჭირვებოდა ყველას, ისე გამოგვეცალა ხელიდან ქართული პოლიტიკა, რომ აღარც ჯოს ჯოს ყვირილით წამლობის თავი გვქონდა და აღარც დროშების ფრიალით.

ან როგორ გამოვარდებოდით გარეთ, პირი ყველას აკრული გვაქვს და ახალი დროების სახადს არც ქუჩა-ქუჩა სირბილი მოსწონს მაინცდამაინც.

ჩვენ კი სხვაგვარი წამლობა არც აქმდე ვიცოდით და არც დიდად სწავლა მოგვინდომებია.

„ზოგჯერ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, თან სდევს ბოდვა, ციანოზი, კრუნჩხვები, შესაძლებელია ავადმყოფის სიკვდილიც კი", - ასეთია საყმაწვილო სენის გართულება უმეტეს შემთხვევაში.

ქართულმა პოლიტიკამ უკვე ყველა ფაზა გაიარა ციანოზის (8 წელია მთლად გალურჯებულია), კრუნჩხვების (თუ სადმე წითელი ფერი გამოჩნდა გენერალიზებულ კრუნჩხვაში ვარდება), ბოდვა (განუწყვეტელ რეჟიმში).

ბოდიშს ვიხდი სკაბრეზულობისათვის, მაგრამ ახლა, ამ ჩვენი სულთმობრძავი პოლიტიკის შემხედვარეს ერთი თბილისური ანეგდოტი მახსენდება (იმედია ჩვენი სამოქალაქო სექტორი ჰომოფობიაში არ ჩამითვლის) - თბილისელ ქურთს ბავშვი ტალახში ჩაუვარდება და მთლიანად ამოისვრება, ის კიდევ ეზოდან ცოლს ეძახის: „მეხე, გავრეცხოთ, თუ ახალი გავაკეთოთო?".

ახალი პოლიტიკა უნდა გავაკეთოთ ჩვენც, სუფთა, დროის და ეპოქის შესაბამისი.

ხელისუფლებების ცვლა საყმაწვილო სენის დროებით მოხდაა და სხვა არაფერი. ხელისუფლება კი არა, პოლიტიკური პარადიგმა უნდა შევცვალოთ მთლიანად. ელიტების ადგილი ახალ მატრიცაში აღარ იქნება.

ცენტრალიზებული მმართველობა მკაცრი იერარქიული ვერტიკალით პოლიტიკის გუშინდელი დღეა. კლასიკური პარტიების დროც წარსულს ბარდება. ახლა კონკრეტულ საკითხებზე შემოქმედებითი უნარების მქონე ინდივიდების თანამშრომლობის დროა, რომელთაც არ შებოჭავს პარტიული დისციპლინა და სხვა ყავლგასული შაბლონები მაფიოზურ კლანს რომ დაამსგავსა პოლიტიკური იერარქიები.

წარსულს ბარდება დრო, როდესაც ერთმა-ორმა საეჭვო უნარების გაქსუებულმა მოხელემ ცენტრიდან უნდა გადაწყვიტოს, როგორ იცხოვრონ რეგიონებში ადმიანებმა, რომელთა შრომაზე დგას ეს ქვეყანა.

პარტიული ჯგუფების დაპირსპირებაზე დაფუძნებული პოლიტიკა უკვე ანაქრონიზმია.

ციფრულ ეპოქაში იდეოლიგიები აზრს კარგავენ, ხელოვნურ ინტელექტთან კონკურენცია მხოლოდ უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებს შეუძლია. ამიტომ პოლიტიკის გაადამინურება ახალი ეპოქის გარდაუვალი აუცილებლობაა.

რაც მალე გაიაზრებენ ახალი რეალობის კონტექტს ცალკეული პოლიტიკური აქტორები, მით მეტი შანსი ექნებათ, რომ ახლი პოლიტიკური პარადიგმის ნაწილი გახდნენ.

ახლი პოლიტიკური პარადიგმა ძირითადად ახალმა თაობამ უნდა შექმნას, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მხოლოდ, რომ მათ სწორად გაჭრილი კალაპოტი დაახვედრო.

ილუზიაა კარგი და ცუდი ხელისუფლება. რეალობაა ჯანსაღი და არაჯანსაღი პოლიტიკა.

ჯანსაღ პოლიტიკასა და ჯანსაღ საზოგადოებას შორის მიზეზ- შედეგობრივი კავშირია. ისტორიული გამოცდილება აჩვენებს - პანდემიების სახით მოსულ ფიზიკურ დაავადებებს და მის თანამდევ ეკონომიკრ კრიზისებს დიდი სულიერი და ინტელექტუალური გაჯანსაღება სდევს თან, ოღონდ ამას სათანადო მზაობა სჭირდება.

დროა, მოვემზადოთ ქართული პოლიტიკის ახალი პარადიგმის შესაქმნელად, ძველი საყმაწვილო სენით გარდაიცვალა.

მალე, სულ მალე...

ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა