ჯეფრი ეპშტეინის დოკუმენტებში დონალდ ტრამპის ფოტოებიც არის
სალომე ზურაბიშვილი აქციაზე - უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე აინთო
სალომე ზურაბიშვილი - კობახიძე არა მხოლოდ გვერდით უდგას პუტინს, არამედ არ გადის დარბაზიდან, როდესაც ის გამოდის სიტყვით
BIAFF 2025 - ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
ჟურნალმა „თაიმმა“ 2025 წლის ადამიანად ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები დაასახელა

თეა წულუკიანი - მხოლოდ ქუჩა და საკუთარი ოცნებების რეალიზების მცდელობა თუ სურთ, რაც რევოლუციაზე გადის

02.07.2022 ნახვები: 400

მათ თუ სურთ მხოლოდ ქუჩა და საკუთარი ოცნებების რეალიზების მცდელობა, რაც რევოლუციაზე გადის, ამას ვერ მიაღწევენ ამას, მაგრამ ეს იქნება მათი მხრიდან მორიგი დროის კარგვა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ვინაიდან ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების არავითარი წინაპირობა საფუძველი და არც გადაწყვეტილება არ არსებობს, ამიტომ ყველას მოუწევს შეეგუოს იმ მთავრობას, რომელიც დღეს არსებობს.

„ხშირად გვესმის ტექნიკური მთავრობის საკითხი ჩვენ უნდა ჩავიხედოთ კონსტიტუციაში, რომელსაც სასურველია, რომ ყველამ პატივი, ნორმალურ პირობებში ეს სავალდებულოც არის. ყველა ადამიანს ესმის, რომ თავისი ქვეყნის კონსტიტუცია უნდა იცოდეს და პატივს სცემდეს. ჩვენი კონსტიტუციით მთავრობას აკომპლექტებს ხალხი პარლამენტის მეშვეობით, როდესაც ხალხი პირდაპირი არჩევნებით აირჩევს პარლამენტს, პარლამენტი აკომპლექტებს მთავრობას. შესაბამისად, ერთადერთი გზა ამ მთავრობის ჩანაცვლებით ნებისმიერი სხვა მთავრობით, მათ შორის ტექნიკური მთავრობით, არის ისევ და ისევ კანონიერი გზა ანუ კონსტიტუციური გზა. ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების არავითარი წინაპირობა საფუძველი და არც გადაწყვეტილება არ არსებობს, ამიტომ მათ მოუწევთ, შეეგუონ იმ მთავრობას, რომელიც დღეს არსებობს, რომელიც მუშაობს და თუ სურვილი აქვთ, დიდი იმედი მაქვს ექნებათ, ჩაერთონ იმ პროცესში, რომელსაც ჰქვია ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული სიის შესრულების პროცესი. თუ მათ სურთ მხოლოდ ქუჩა და საკუთარი ოცნებების რეალიზების მცდელობა, რაც რევოლუციაზე გადის, ისინი ვერ მიაღწევენ ამას, მაგრამ ეს იქნება მათი მხრიდან მორიგი დროის კარგვა. კიდევ ერთხელ, ჩვენ ყველას ვიწვეთ სამუშაო პროცესში, რათა ეს იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, თუ ეს ვერ მოხერხდება ხელისუფლება თავის გასაკეთებელს მაინც გააკეთებს ისე, როგორც გავაკეთეთ 2014 წელს 2013 წელს, მოვუპოვეთ ქვეყანას უვიზო რეჟიმი და ასოციაციის შეთანხმება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა