მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს
მამუკა გამყრელიძე: სერბეთის ახალი ხელისუფლების პოზიცია რუსეთის მიმართ ევროკავშირისთვის სერიოზული გამოწვევაა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: „ლილო მოლის“ მეწილეებმა პოლიტიკურ პარტიებს 3.88 მილიონი ლარი შესწირეს, მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი ბიუჯეტიდან 50 მილიონზე მეტი მიიღეს

უკრაინაში აცხადებენ, რომ ბელგოროდში ჩამოვარდნილი „ილ-76“-ის ბორტზე რუსი მაღალჩინოსნები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა მათ ბოლო მომენტში თვითმფრინავში ასვლის საშუალება არ მისცეს

ნახვები: 497 უკრაინაში აცხადებენ, რომ ბელგოროდში ჩამოვარდნილი „ილ-76“-ის ბორტზე რუსი მაღალჩინოსნები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა მათ ბოლო მომენტში თვითმფრინავში ასვლის საშუალება არ მისცეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ ბელგოროდში ჩამოვარდნილი „ილ-76“-ის ბორტზე რუსი მაღალჩინოსნები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მათ ბოლო მომენტში თვითმფრინავში ასვლის საშუალება არ მისცა. ამის შესახებ დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

იუსოვის თქმით, სამხედროებმა რუს მაშველებს არ მისცეს კატასტროფის ადგილის დათვალიერების უფლება, ინციდენტის შემდეგ ადგილობრივ მორგში კი მხოლოდ ხუთი ცხედარი გადაასვენეს.

„ბორტზე ნამდვილად უნდა ყოფილიყო რამდენიმე VIP ოფიციალური პირი აგრესორი სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან. მათი გვარები ცნობილია და დასახელებული იქნება, მასალები წარდგენილი იქნება საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში. თუმცა, ბოლო მომენტში „ფეესბემ“, ფაქტობრივად, უბრძანა მათ, არ ასულიყვნენ ამ ბორტზე და გამოეყენებინათ ტრანსპორტის სხვა საშუალებები. ეს ინფორმაცია გაირკვა უკვე მომხდარის შემდეგ. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ფაქტობრივად, გააძევეს „ფეესბემ“ და სამხედროებმა და მათ არ მისცეს პროტოკოლის მიხედვით ადგილის დათვალიერებისა და კატასტროფის ლოკალიზების საშუალება“, – განაცხადა იუსოვმა.

სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი „ილ-76“ ბელგოროდის ოლქში 24 იანვარს ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბორტზე უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ. რუსეთის ხელისუფლება ამბობს, რომ თვითმფრინავი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მომხდარის საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა