მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს
მამუკა გამყრელიძე: სერბეთის ახალი ხელისუფლების პოზიცია რუსეთის მიმართ ევროკავშირისთვის სერიოზული გამოწვევაა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: „ლილო მოლის“ მეწილეებმა პოლიტიკურ პარტიებს 3.88 მილიონი ლარი შესწირეს, მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი ბიუჯეტიდან 50 მილიონზე მეტი მიიღეს

ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო

ნახვები: 200 ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამოა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საფუძვლიან განხილვას ვერ უძლებს.

როგორც წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული სარჩელი წარმოებაში საერთოდ არ უნდა მიეღო, რადგან მისი საფუძველი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაა, რომელიც, მისივე შეფასებით, არაერთ დაუსაბუთებელ ბრალდებას შეიცავს.

„მათ არ აინტერესებთ საერთოდ მტკიცებულებები. მტკიცებულებები რომ აინტერესებდეთ, იმდენი აბსურდია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც ფაქტობრივ მტკიცებულებად მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, საერთოდ დასაშვებად არ უნდა ეცნო ეს საქმე“, – განაცხადა წითლიძემ.

მისი თქმით, სასამართლო განხილვისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კონკრეტულ ეპიზოდებზე, საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მოყვანილ გარემოებებსა და მოწმეთა ჩვენებებზე გაამახვილებენ ყურადღებას.

„ჩვენი მიზანი დღეს იქნება, რომ კონკრეტულ საქმეებზე ვილაპარაკოთ, კონკრეტულ ე.წ. ფაქტებზე, რაც საგამოძიებო კომისიაში არის ბრალდებად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და არამხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ“, – აღნიშნა მან.

წითლიძის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რა მასალებს ეყრდნობა პარტიების აკრძალვის მოთხოვნა და რამდენად დასაბუთებულია სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდებები.

„საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ნახონ, რომ ეს არის სამართლებრივი აბსურდი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ ნორმებთან. მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა ნახონ, თან დარწმუნებული ვარ, არც ექნებათ მოწმეთა ჩვენების დიდი ნაწილი წაკითხული, რა აბსურდი მიიღეს ფაქტობრივ მტკიცებულებად ამ საქმეზე“, – განაცხადა წითლიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმ პირების ვინაობისა და მოტივების განხილვაც, რომლებმაც საგამოძიებო კომისიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელი, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას ითვალისწინებს. საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ არ მიუღია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა