მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს
მამუკა გამყრელიძე: სერბეთის ახალი ხელისუფლების პოზიცია რუსეთის მიმართ ევროკავშირისთვის სერიოზული გამოწვევაა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: „ლილო მოლის“ მეწილეებმა პოლიტიკურ პარტიებს 3.88 მილიონი ლარი შესწირეს, მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი ბიუჯეტიდან 50 მილიონზე მეტი მიიღეს

ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული

ნახვები: 203 ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ქვეყნებმა, რომლებიც ამჟამად შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობენ, აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა გაითვალისწინონ. მისი თქმით, ომის დაწყება გაცილებით მარტივია, ვიდრე მისი დასრულება და გამარჯვების მიღწევა.

„ომის დაწყება ძალიან ადვილია, მაგრამ მისი დასრულება ძალიან რთული, ისევე როგორც გამარჯვების მოპოვება. ამიტომ, ვფიქრობ, აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ მათ, ვინც დღეს ომებშია ჩართული“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ყარაბაღის კონფლიქტზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ სამხედრო გამარჯვების შემდეგ საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტა და სომხეთს მშვიდობა შესთავაზა.

„ჩვენ ომი მოვიგეთ და ეს სამართლიანი ომი იყო. დამარცხებული მხარე კაპიტულაციაზე წავიდა, ჩვენ კი ამის შემდეგ წინ აღარ წავსულვართ – დროულად შევჩერდით და მშვიდობა შევთავაზეთ“, – განაცხადა მან.

ალიევმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებების აღსრულების პრობლემაზეც და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის ეფექტიანობისთვის აუცილებელია შესაბამისი მექანიზმების შექმნა.

მისი თქმით, გაეროს რეფორმირების საკითხზე მიმდინარე დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ საერთაშორისო გადაწყვეტილებების შესრულების უზრუნველყოფა უნდა იყოს.

„აუცილებელია გადაწყვეტილებების, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების აღსრულების მექანიზმი. ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვიყავით მსგავს ვითარებაში. გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო ოთხი რეზოლუცია, რომლებიც აზერბაიჯანული მიწების გათავისუფლებას მოითხოვდა. თუმცა, ეს რეზოლუციები არ შესრულებულა“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ალიევის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ სომხეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნების მიმართ მსგავსი შეზღუდვები ფართოდ გამოიყენება. მან ეს გარემოება საერთაშორისო პოლიტიკაში ორმაგი სტანდარტების გამოვლინებად შეაფასა.

„აზერბაიჯანის ჩრდილოეთით და სამხრეთით თუ გაიხედავთ, დაინახავთ, რომ ასობით სანქციაა დაწესებული. სომხეთის წინააღმდეგ კი სანქციები არ დაწესებულა. ეს სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტები“, – განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, ორმაგ სტანდარტებთან ბრძოლა აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად დარჩება.

„ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით პოლიტიკაში ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგ და ამ ბრძოლას მომავალშიც გავაგრძელებთ, რადგან თავადაც დავზარალდით ორმაგი სტანდარტების გამო და დღესაც ვგრძნობთ მათ გავლენას“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

წყარო: Trend.az

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა