მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს
მამუკა გამყრელიძე: სერბეთის ახალი ხელისუფლების პოზიცია რუსეთის მიმართ ევროკავშირისთვის სერიოზული გამოწვევაა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: „ლილო მოლის“ მეწილეებმა პოლიტიკურ პარტიებს 3.88 მილიონი ლარი შესწირეს, მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი ბიუჯეტიდან 50 მილიონზე მეტი მიიღეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: „ლილო მოლის“ მეწილეებმა პოლიტიკურ პარტიებს 3.88 მილიონი ლარი შესწირეს, მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი ბიუჯეტიდან 50 მილიონზე მეტი მიიღეს

ნახვები: 230 „საერთაშორისო გამჭვირვალობა“: „ლილო მოლის“ მეწილეებმა პოლიტიკურ პარტიებს 3.88 მილიონი ლარი შესწირეს, მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი ბიუჯეტიდან 50 მილიონზე მეტი მიიღეს
 

„ლილო მოლის“ 15 მეწილიდან 13 პოლიტიკური შემწირველია, რომლებმაც სხვადასხვა დროს პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს ჯამში 3.88 მილიონი ლარი შესწირეს. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, ბიზნესმენების პოლიტიკური შემოწირულებები ხელისუფლებაში მყოფი პარტიების სასარგებლოდ ნაწილდებოდა. კერძოდ, 2012 წელს მათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 120 ათასი ლარი შესწირეს, ხოლო 2017–2026 წლებში „ქართულ ოცნებას“ 3 მილიონ 512 ათასი ლარი გადაურიცხეს. დამატებით, 240 ათასი ლარი მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, როგორც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა.

„ყველაზე მომგებიანი ვაჭრობა ლილოს ბაზრობის დახლებზე არ ხდება. ნამდვილი მილიონები მაშინ ტრიალებს, როცა „ლილო მოლის“ მფლობელები ხელისუფლებასთან ვაჭრობენ“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, პოლიტიკური შემოწირულებების პარალელურად, „ლილო მოლის“ მეწილეებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 50 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.

ყველაზე დიდი მოცულობის სახელმწიფო კონტრაქტები ვაჟა უსანეთაშვილის კომპანიას, „არსაკიძე 2000“-ს უკავშირდება. ორგანიზაციის მონაცემებით, კომპანიამ 49 მილიონი ლარის ღირებულების 108 ტენდერი მოიგო, ხოლო პირდაპირი შესყიდვებით დამატებით 387 ათასი ლარი მიიღო.

ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს 2026 წლის 13 ივლისის შემთხვევაზე, როდესაც, მისივე ინფორმაციით, „ქართული ოცნებისთვის“ 60 ათასი ლარის შეწირვის დღესვე „არსაკიძე 2000“-მა ისნის რაიონის გამგეობისგან 712 ათასი ლარის კონტრაქტი მიიღო. მთლიანობაში, ივლისში კომპანიის მიერ მოგებული ტენდერების ღირებულებამ 1.4 მილიონი ლარი შეადგინა.

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობდა თავად „ლილო მოლიც“, რომელმაც, ორგანიზაციის ცნობით, ჯამში 158 ათასი ლარი მიიღო. აქედან 150 ათასი ლარის კონტრაქტი 2026 წლის იანვარში „საქართველოს ფოსტასთან“ გაფორმდა და ბაზრობის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილების შეყვანასა და ტვირთის გადატვირთვას ითვალისწინებდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებით, სახელმწიფო კონტრაქტები მიიღეს სხვა მეწილეებთან დაკავშირებულმა კომპანიებმაც. გიორგი გაგუას კომპანიებზე 308 716 ლარის, დავით გავაშელის კომპანიებზე 286 691 ლარის, ხოლო ილია ბადრიაშვილის კომპანიებზე 12 489 ლარის შესყიდვები მოდის.

ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული მონაცემები მსხვილი ბიზნესისა და პოლიტიკური ხელისუფლების ფინანსურ კავშირებზე მიუთითებს.

„საქართველოში მსხვილი ბიზნესის წარმატება და პრივილეგიები თავისუფალ კონკურენციაზე არ დგას. ის მმართველი პარტიის სალაროში შეტანილი მილიონებით იზომება“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

ამასთან, ორგანიზაციის მიერ დასახელებული შემოწირულებებისა და სახელმწიფო კონტრაქტების თანხვედრა თავისთავად არ ადასტურებს, რომ შესყიდვები უკანონოდ განხორციელდა ან კონტრაქტები პოლიტიკური შემოწირულებების სანაცვლოდ გაიცა. გავრცელებულ ინფორმაციაში „ლილო მოლის“ მფლობელებისა და დასახელებული კომპანიების პოზიციები წარმოდგენილი არ არის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა