მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს
მამუკა გამყრელიძე: სერბეთის ახალი ხელისუფლების პოზიცია რუსეთის მიმართ ევროკავშირისთვის სერიოზული გამოწვევაა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: „ლილო მოლის“ მეწილეებმა პოლიტიკურ პარტიებს 3.88 მილიონი ლარი შესწირეს, მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი ბიუჯეტიდან 50 მილიონზე მეტი მიიღეს

გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ

ნახვები: 197 გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
 პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს დააკმაყოფილებს. ამის შესახებ პარტიის დეპუტატმა გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შემთხვევაში შეუძლებელი გახდება იმ საპარლამენტო მანდატით მუშაობის გაგრძელება, რომელიც პარტიამ ამომრჩევლისგან მიიღო.

„იმ შემთხვევაში, როდესაც დადგება ეს შედეგი, პარტიების აკრძალვის შემდეგ, ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს, რომლებიც უშუალოდ ამომრჩეველმა ჩვენს პარტიას, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მიანიჭა“, – განაცხადა ფარულავამ.

დეპუტატის განმარტებით, პარტიის გაუქმება საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობასაც გამორიცხავს.

„როდესაც პოლიტიკური პარტია გაუქმდება, ბუნებრივია, უკვე აღარ იქნება ის შესაძლებლობა და მანდატი, ამ შემთხვევაში პარტიული, რომ გავაგრძელოთ საპარლამენტო მუშაობა“, – აღნიშნა მან.

ფარულავას განცხადებით, პარტია შემდგომ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მიაწვდის.

„რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, რა როგორ იქნება, ამას საზოგადოება უშუალოდ ჩვენგან ძალიან მალე გაიგებს, როდესაც პროცესები დასრულდება იმ ლოგიკური შედეგით, რასაც ველოდებით“, – განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელი, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას ითვალისწინებს. მათ შორისაა პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა