ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია

ნახვები: 311 მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში დავით ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მომხდარის ორგანიზებაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს.

სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ, მისი ვერსიით, ივანიშვილის უკმაყოფილება ძმები ფეიქრიშვილების მიერ ციხიდან გავრცელებულმა წერილებმა გამოიწვია, რის შემდეგაც მათზე ძალადობა წინასწარ დაიგეგმა.

„ჩემთვის უკვე დღესავით ნათელია, თუ რა მოხდა. ივანიშვილს არ მოეწონა ძმები ფეიქრიშვილების წერილები ციხიდან. ბერას უახლოეს სამეგობროს, კაწროს და ყიფიანს უთხრეს, როგორც გინდათ, ისე მოაგვარეთ ეს ამბავიო. ამათაც მიგვიშვით ფეიქრიშვილებთან და მერე ჩვენ ვიცითო“, – წერს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ვაკის პარკის კაფეში მომხდარი დაპირისპირება დადგმული იყო და მისი მიზანი კონკრეტული პირების დაკავება და შემდგომ დავით ფეიქრიშვილთან ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსება გახდა.

„დადგეს ვაკის პარკის კაფეში ძალიან იაფფასიანი სცენა, ვითომ ჩხუბის. დადგმული რომაა, კადრებშიც კარგად ჩანს. მერე ესენი ვითომ დაიჭირეს, მიუშვეს ციხეში და იქ სასტიკად გაუსწორდნენ ივანიშვილის გაბრაზებულ ფეიქრიშვილებს, რომელთა საკანში რატომღაც სათვალთვალო კამერა არ აღმოჩნდა“, – აცხადებს სააკაშვილი.

მისივე შეფასებით, აღნიშნული შემთხვევა პატიმრებზე ზეწოლის შესაძლებლობის დემონსტრირებას ემსახურება.

„გაფრთხილებდით მე, ივანიშვილი „ბესპრედელშიკია“-მეთქი და უმრავლესობას ეს გადაჭარბება ეგონა. ჰოდა, იხილეთ, როგორ გამოიყურება „ბესპრედელი“. ამით ყველას ეუბნება – „ჯერ ციხეში ჩაგსვამთ და მერე იქ იქნებით ყველაზე დაუცველიო“ და ეს მხოლოდ დასაწყისია, თუ ჩვენ თვითონ არ დავუსვით დასასრული“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

დავით ფეიქრიშვილის საქმეზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ვრცელდება

გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში დავით ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობის შესახებ თავდაპირველად მისმა ადვოკატმა პაატა გოიაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, შოთა ყიფიანი და კიდევ ორი ბრალდებული, რომლებმაც მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.

გოიაშვილის მტკიცებით, ფეიქრიშვილმა სხეულის მრავლობითი დაზიანება, მათ შორის მოტეხილობები მიიღო. ადვოკატი აცხადებს, რომ სავარაუდო თავდამსხმელები მისგან მობილური ტელეფონის კოდს ითხოვდნენ.

მისივე ინფორმაციით, ძმის სიცოცხლის გადასარჩენად გოგა ფეიქრიშვილმა, რომელიც იმავე დაწესებულებაში, თუმცა სხვა საკანში იმყოფება, ვენები გადაიჭრა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური დავით ფეიქრიშვილის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ძალადობის ფაქტს უარყოფს.

უწყების განცხადებით, ფეიქრიშვილი ადვოკატთან შეხვედრისას მოულოდნელად გავიდა ოთახიდან, დერეფანში ფანჯრის მინა ჩაამტვრია და თვითდაზიანებით იმუქრებოდა.

დავით ფეიქრიშვილთან საკანში მოთავსებასა და მასთან კონფლიქტს უარყოფს ვატო ყიფიანიც. მისი ადვოკატის განცხადებით, ყიფიანი გავრცელებულ ბრალდებებს კატეგორიულად გამორიცხავს და მიიჩნევს, რომ გარემოებები გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და სხვა პირების მისამართით გამოთქმული ბრალდებები ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა