ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

ნიკა გვარამია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური საქმიანობის ლიცენზიებს გასცემს – ვისაც მოისურვებს, აკრძალავს, ვისაც არა – დატოვებს

ნახვები: 328 ნიკა გვარამია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური საქმიანობის ლიცენზიებს გასცემს – ვისაც მოისურვებს, აკრძალავს, ვისაც არა – დატოვებს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ცდილობს, თავად განსაზღვროს, რომელ პოლიტიკურ პარტიას ექნება საქმიანობის უფლება და რომელს აეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა.

ამის შესახებ გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის მოთხოვნით მმართველი გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

„ეს პარტია პოლიტიკური საქმიანობის ლიცენზიებს იძლევა. შეუძლიათ, საკუთარი შეხედულებისა და დისკრეციის მიხედვით, ვიღაცაზე მოითხოვონ და აკრძალონ, ხოლო ვიღაცაზე არ მოითხოვონ და არ აკრძალონ!“ – განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის დაახლოებით 95%-ს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა წარმოადგენს, რომელიც, გვარამიას შეფასებით, კონკრეტულ ფაქტებზე კი არა, ამ ფაქტების სუბიექტურ აღქმებზეა დაფუძნებული.

გვარამია მიიჩნევს, რომ სარჩელის მიზანი მხოლოდ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არ არის და ის მომავალში სხვა პოლიტიკური ძალებისა თუ ცალკეული პოლიტიკოსების წინააღმდეგაც შეიძლება გამოიყენონ.

„უნდათ, რომ გაუქმდეს ყველა პარტია და ინდივიდუალურად ყველა პოლიტიკოსი, ვისაც თვითონ გადაწყვეტენ. უკვე არააკრძალულებს და პოლიტიკური ლიცენზიის მიღებულებს კი, შემთხვევით თუ ივანიშვილს გააკრიტიკებენ, ამის შემდეგ აკრძალავენ“, – განაცხადა მან.

გვარამიას შეფასებით, ამგვარი მიდგომა ხელისუფლებას პოლიტიკური სივრცის საკუთარი ინტერესების შესაბამისად ჩამოყალიბების შესაძლებლობას მისცემს.

„ეს არის პოლიტიკური ლანდშაფტის შექმნა ერთპიროვნულად, არაბუნებრივად და მისი კონსტრუირება ისე, როგორც ეს ვიღაცას უნდა – როგორც ცნობილ სიმღერაშია, „რაც მამას უნდა“, – აღნიშნა გვარამიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმე პარლამენტის 88 დეპუტატის მიერ წარდგენილ სარჩელს ეხება. მისი ავტორები ხუთი პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ითხოვენ.

სარჩელი ეხება „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“, „ძლიერ საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტურ პარტიასა“ და პარტიას „გახარია საქართველოსთვის“.

სარჩელის ავტორები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანებები 2016 წლიდან სისტემატურად უარყოფენ მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის პოლიტიკურ ლეგიტიმაციას. მათივე მტკიცებით, ამ პარტიების საქმიანობა მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლის, დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სარჩელში გამოთქმულ ბრალდებებს არ ეთანხმებიან.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა