ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ნახვები: 401 ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არის, ფლორიდაში დაგეგმილ G20-ის სამიტში მიიღოს მონაწილეობა, თუ იქ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა გაჩნდება.

ამის შესახებ ზელენსკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას „უკრინფორმი“ ავრცელებს.

„პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით, ვფიქრობ, გარკვეული სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევა შესაძლებელია და შეგვიძლია, ფლორიდაში, G20-ის სამიტის ფარგლებში შეხვედრის იმედი გვქონდეს. რა თქმა უნდა, თუ პრეზიდენტი ტრამპი უკრაინას ასეთ ფორმატში მონაწილეობის მისაღებად მიიწვევს, უკრაინა უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს შესაძლებელი გახდება. თუმცა ჯერჯერობით მსგავსი სიგნალი არ მიგვიღია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ ვლადიმერ პუტინთან გამართულ მოლაპარაკებებზე. მისი თქმით, უიტკოფისგან შეხვედრის შედეგების შესახებ ინფორმაციას ხვალ მიიღებს.

„ხვალ უიტკოფისგან ინფორმაციას მივიღებ. ზუსტი დრო ჯერ არ ვიცი, ამას ჩვენი გუნდები შეათანხმებენ. შემდეგ, ვფიქრობ, გაიმართება ერთობლივი ბრიფინგი ჩვენი გუნდის, ამერიკელებისა და ევროპელების მონაწილეობით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის განცხადებით, ნოემბრის დასაწყისში შესაძლოა უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ტექნიკური მომლაპარაკებელი ჯგუფების შეხვედრაც გაიმართოს. შეხვედრის სავარაუდო ადგილად არაბთა გაერთიანებული საამიროები განიხილება.

„ამერიკელებმა არაბთა გაერთიანებული საამიროები ახსენეს, მე კი ვუთხარი – ნებისმიერ ადგილას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 20 ოქტომბერს ზელენსკიმ ოსლოში სტივ უიტკოფთან მოლაპარაკებები გამართა, რომელშიც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბიც მონაწილეობდნენ.

21 ოქტომბერს კი უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია.

ზელენსკის შეფასებით, ფლორიდის სამიტი შესაძლოა უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრისა და ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გახდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა