ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს

ნახვები: 427 შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
 შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონით თავდასხმის შედეგად სატვირთო გემი ჩაიძირა. დაიღუპა სულ მცირე ერთი მეზღვაური, სამი დაკარგულად ითვლება, ხოლო ეკიპაჟის ცხრა წევრი მაშველებმა გადაარჩინეს.

ინფორმაციას Reuters რუმინეთის საზღვაო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემმა „ხორივმა“ (Khoryv), რომლის ეკიპაჟი 13 უკრაინელი და აზერბაიჯანელი მეზღვაურისგან შედგებოდა, დახმარების სიგნალი რუმინეთის პორტ კონსტანცადან 13 საზღვაო მილის, დაახლოებით 24 კილომეტრის, დაშორებით გაგზავნა. შემთხვევა რუმინეთის ტერიტორიული წყლების უშუალო სიახლოვეს მოხდა.

რუმინეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ჩაძირული გემის კორპუსის მხოლოდ მცირე ნაწილი რჩება წყლის ზედაპირზე. სამაშველო ოპერაცია ძლიერი ქარისა და ღელვის პირობებში მიმდინარეობს.

შემთხვევას რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი გამოეხმაურა, რომელმაც მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მოსკოვი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდასხმებს აძლიერებს.

„ეს უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ესკალაციის პროცესის ნაწილია“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა და დაადასტურა, რომ გემს დრონი მოხვდა.

Reuters-ის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებთან კომერციულ გემებზე თავდასხმები გახშირდა. ამ პერიოდში სულ მცირე შვიდი სატვირთო გემი დაზიანდა, ხოლო დაღუპული და დაკარგული მეზღვაურების საერთო რაოდენობა დაახლოებით 30-ს აღწევს.

თავდასხმების სამიზნე ძირითადად ის გემებია, რომლებიც სულინის არხისკენ მიემართებიან ან მის სიახლოვეს დგანან. აღნიშნული არხი მდინარე დუნაის შავ ზღვასთან აკავშირებს და უკრაინული მარცვლეულისა და მცენარეული ზეთის ექსპორტისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მარშრუტს წარმოადგენს.

შავ ზღვაში უსაფრთხოების გაუარესების ფონზე ნატო-მ დამატებითი საზღვაო საპატრულო თვითმფრინავების, რადარული სისტემებისა და უპილოტო აპარატების განთავსების გადაწყვეტილება გამოაცხადა.

უკრაინა, რუმინეთი და ბულგარეთი ალიანსს შავ ზღვაში კომერციული ნაოსნობის დაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.

ამ ეტაპზე კონკრეტული თავდასხმის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა