ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე

ნახვები: 371 თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
„ფედერალისტური პარტიის“ ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, პარტია არ აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესში მონაწილეობას, რადგან მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და პროცესი წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკური სცენარით მიმდინარეობს.

როგორც ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ფედერალისტები“ არ აპირებენ მონაწილეობა მიიღონ პროცესში, რომელიც, მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალის დემონსტრირებას ემსახურება.

„ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწერილ სპექტაკლში მონაწილეობაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დაწერილი ფინალი ექნება, მსხვერპლის როლის თამაშზე. მას არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩვენი მეშვეობით ძალის დემონსტრირება შეძლოს. არაფერი სამართლებრივი ამ პროცესს არ სცხია. შესაბამისად, სამართლებრივი არგუმენტებით მსჯელობა იქ, სადაც სამართალს ბიძინა ივანიშვილი წერს, ჩვენი ჩაის ჭიქა არაა“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვა დროში დაემთხვა „ფედერალისტების“ მიერ დაგეგმილ კამპანიას „ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“, რომლის ფარგლებშიც პარტიის წარმომადგენლები მოქალაქეებს უშუალოდ ხვდებიან.

ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მთავარი ამოცანა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბარი და პოლიტიკური პროცესის მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირება უნდა იყოს.

„ჩვენ დავდივართ უბან-უბან და ვცდილობთ, რომ პოლიტიკას დავუბრუნოთ ის მნიშვნელობა, რაც რუსულმა ტოტალიტარიზმმა შთანთქა და რაც პოლიტიკას აქცევს საერთო საქმედ. თუ გვინდა, რომ ხალხი პარტიების დასაცავად ქუჩაში გამოვიდეს, პარტიები უნდა ვლაპარაკობდეთ ხალხის პრობლემებზე და არა ბიძინა ივანიშვილის მანევრებსა და ცირკებზე“, – აღნიშნა მან.

„ფედერალისტების“ ლიდერის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი მხოლოდ პოლიტიკური პარტიების არსებობას არ ეხება და გაცილებით ფართო მნიშვნელობა აქვს.

„აქ საქართველოს მოქალაქეობის გაუქმების პროცესი მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეს აუქმებს ბიძინა ივანიშვილი. პოლიტიკურ ველზეა ბრძოლა მოსაგები და არა ამ ყალბ სასამართლო პროცესზე“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დაიწყო. „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას ითხოვს.

სარჩელი ეხება „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“-ს, „ფედერალისტურ პარტიასა“ და „გახარია საქართველოსთვის“-ს.

საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა ორშაბათს განახლდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა