ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტო იმყოფება და ამ ეტაპზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს

ნახვები: 325 სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტო იმყოფება და ამ ეტაპზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებული გიორგი ფეიქრიშვილი სახალხო დამცველის რწმუნებულმა მოინახულა. ფეიქრიშვილის განცხადებით, ის საკანში მარტო იმყოფება და ამ ეტაპზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს.

სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ ინფორმაციას გიორგი ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ გავრცელებული ცნობების საპასუხოდ ავრცელებს.

უწყების განმარტებით, 25 ოქტომბერს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინება №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ. შეტყობინების ავტორი ბრალდებულის მონახულებას ითხოვდა.

„მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სახალხო დამცველის რწმუნებულმა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში პირადად მოინახულა გიორგი ფეიქრიშვილი. ბრალდებულის განმარტებით, იგი საკანში მარტო იმყოფება და მასთან ერთად სხვა პატიმრები არ არიან განთავსებული. ამასთან, მისი განცხადებით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მონახულებისას გიორგი ფეიქრიშვილს უწყების მიმართ დამატებითი მოთხოვნები არ დაუფიქსირებია.

შეგახსენებთ, მანამდე ძმები ფეიქრიშვილების დედამ, ნინო აბრამიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი ამჯერად მისი მეორე შვილის, გიორგი ფეიქრიშვილის საკანში შევიდა.

აღნიშნული ინფორმაცია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში საუბარია გიორგი ფეიქრიშვილის მონახულების მომენტში არსებულ მდგომარეობასა და მის მიერ დაფიქსირებულ პოზიციაზე. უწყება არ ავრცელებს დამატებით ინფორმაციას იმის შესახებ, დადასტურდა თუ არა წარსულში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ გავრცელებული ცნობები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა