თბილისში, ამაღლების ქუჩაზე პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა
პროკურატურა - სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა
ნიკა კაცია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს - მშვიდად გეძინათ თუ არა იმ უსამართლო განაჩენის შემდეგ, რომელიც საბა ჯიქიას გამოუტანეთ?
გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსი გიორგი ჯანიკაშვილი - აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა მომხვდა თავში - არ დამინახავს, ვინ მესროლა და ვერ შევძლებ რომელიმე ამოვიცნო
დევიდ ლემი - არ ვარ ინფორმირებული საქართველოსა და იქ კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ საკითხს ყურადღებით განვიხილავ და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს წარვუდგენთ
ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
გიორგი ვაშაძე - გამარჯვების გზა მარტივია: უკომპრომისობა „ქოცებთან“, კომპრომისი ერთმანეთთან
War update: 214 clashes on front lines, heaviest fighting in Pokrovsk, Novopavlivka sectors

ლევან სანიკიძე - დაკავებიდან სამი წლის შემდეგ აღარავის ეპარება ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვეა

01.10.2024 ნახვები: 389

დაკავებიდან სამი წლის შემდეგ აღარავის ეპარება ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვეა, ის ისჯება იმისთვის, რაც არ დაუთმო რუსეთს 2008 წელს, ისჯება იმ წარმატებისთვის, რასაც ქართველ ხალხთან ერთად 2003-12 წლებში მიაღწია და მისი თავისუფლების გზა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე გადის, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან სამი წლის გასვლას.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა პოლიტიკური ნიშნით დევნის კლასიკური მაგალითია.

„მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან სამი წელი გავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში, ვფიქრობ, აღარავის ეპარება ეჭვი პოლიტიკური ნიშნით მის პატიმრობაში. არა მხოლოდ პატიმრობაში, არამედ ტყვეობაში. დღეს მიხეილ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილისა და პირადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ტყვე. ამაზე საუბრობენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები, მიღებულია არაერთი რეზოლუცია, მოვისმინეთ ამერიკის სენატის, კონგრესის წარმომადგენელთა განცხადებები, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნის კლასიკური მაგალითი, რისი მსხვერპლიც არის მიხეილ სააკაშვილი. ის ისჯება იმისთვის, რაც არ დათმო რუსეთს 2008 წელს, იმისთვის, რომ უარი არ თქვა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე და მეტიც, 2008 წლის შემდეგ მან გააგრძელა ახალი, ძლიერი, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. ის ისჯება იმ წარმატებისთვის, რაც მან ქართველ ხალხთან ერთად, 2003-დან 2012 წლამდე შექმნა. მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების გზა გადის ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე. 26 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც გათავისუფლდება საქართველო, რაც უარს იტყვის იმ საერთაშორისო იზოლაციაზე, რაშიც ჩვენი ქვეყანა არის დღეს მოქცეული, დაუბრუნდება ევროკავშირის გზას, შესაბამისად, გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილიც, ვინაიდან და რადგანაც, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, იმ ქვეყნებში, სადაც ისწრაფვიან დასავლეთისკენ, პოლიტიკური პატიმრების ადგილი არ არის“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა