ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

არ არსებობს კეთილდღეობა თავისუფლების გარეშე, ძალა შენშია! ძალა ერთი ხმაა, რომელიც შენ გეკუთვნის! - გოჩა მირცხულავა

ნახვები: 766 არ არსებობს კეთილდღეობა თავისუფლების გარეშე, ძალა შენშია! ძალა ერთი ხმაა, რომელიც შენ გეკუთვნის! - გოჩა მირცხულავა

"26 ოქტომბერს, ჩვენ გვაქვს შანსი, სახელმწიფოს და თითოეულ მის მოქალაქეს, საკუთარ თავს ვაჩუქოთ თავისუფლება. გახსოვდეთ, არ არსებობს კეთილდღეობა თავისუფლების გარეშე და არ არსებობს მშიშარა, მხდალი და მორჩილი ადამიანების თავისუფლება. გააკეთე არჩევანი საქართველოსთვის, გააკეთე არჩევანი შვილებისთვის. გააკეთე არჩევანი თავისუფლებისთვის, რადგან, სხვა თუ არაფერი ერის მამამ დაგვიბარა: „თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა", შეცვალე ხელისუფლება, თუნდაც იმიტომ, რომ ცხოვრების კანონზომიერებაა ცვლილება - მოძრაობა და არა სტაგნაცია. დიახ, თუნდაც იმიტომ რომ „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი…“", -ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა წერს. 

 

"26 ოქტომბერს, შენ - საქართველოს მოქალაქეს, შეგიძლია შექმნა ისტორია და ეს დღე დააწესო თავისუფლების დღედ, ან აქციო საკუთარი შვილების უბედურების დღედ. ეს არის დღე, რომელიც ისტორიულ პერსპექტივაში ვერც ერთ ჩვენგანს ვერ ააცილებს პასუხისმგებლობას და ან ვიქნებით გამარჯვებულები, ან ვიქნებით დამნაშავეები საქართველოს წინაშე.

26 ოქტომბერი, ეს არის დღე, როდესაც უნდა გაბედო და თქვა: „მე მინდა საქართველოს, ჩემი შვილების, ჩემი მომავლის და მე-ს გამარჯვება“.

26 ოქტომბერი ის დღეა, როდესაც არ არსებობს "ჩემი სამსახური", "ჩემი კომფორტი" - "ჩემი კეთილდღეობა". ეს დღე მხოლოდ საქართველოს და მხოლოდ თავისუფლებას, მხოლოდ ჩვენს შვილებს ეკუთვნის.

26 ოქტომბერი ეს არის დღე, როდესაც ვერაფრის ფასად ვერ წახვალ სინდისთან კომპრომისზე. რადგან ილიასგან უნდა იცოდე - „გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი.“

26 ოქტომბერი, ეს არის დღე, როდესაც შენ შეგიძლია მიხვდე, რას ნიშნავს იყო ასი ათასი მოწამე, 300 არაგველი, 9 ძმა, ცოტნე დადიანი. ეს არის დღე, როდესაც შეგიძლია შენს გულში დაუდგა ძეგლი გიორგი ანწუხელიძეს და უფრო მეტიც, იყო მისი გმირობის არა თუ თანაზიარი, არამედ თანამონაწილეც. დიახ, ეს არის დღე, როდესაც შეგიძლია მიხვდე, რას ნიშნავს იყო გმირი.

26 ოქტომბერს, შენ ნუ გადაუწყვეტ საკუთარ შვილს, რა არის მისთვის კარგი. პირიქით - დაუჯერე მის გულისთქმას, მის არგუმენტებს, მის მგრძნობელობას, მის ემოციას და მას დაუდექი მხარში, მას დაუჭირე მხარი.

26 ოქტომბერი რწმენის დღეა. საკუთარი თავის რწმენის დღე. საკუთარი სიძლიერის, პასუხისმგებლობის, ვალდებულების დღე საქართველოს წინაშე.

26 ოქტომბერი ვალის გასტუმრების დღეა, რომელიც საქართველოს წინაშე გვაქვს თითოეულის, თუნდაც იმით, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ.

26 ოქტომბერს, ჩვენ გვაქვს შანსი დავასრულოთ საბჭოთა კავშირი საქართველოში. ნუ გასწირავთ საკუთარ შვილებს მონობისთვის, სამშობლოს მკერდიდან ნუ მოწყვეტთ და ნუ გადახვეწავთ ემიგრაციაში, ნუ აქცევთ საქართველოს რუსეთის ტერიტორიულ და მენტალურ გუბერნიად.

26 ოქტომბერს, ჩვენ გვაქვს შანსი, სახელმწიფოს და თითოეულ მის მოქალაქეს, საკუთარ თავს ვაჩუქოთ თავისუფლება.

გახსოვდეთ, არ არსებობს კეთილდღეობა თავისუფლების გარეშე და არ არსებობს მშიშარა, მხდალი და მორჩილი ადამიანების თავისუფლება.

გააკეთე არჩევანი საქართველოსთვის, გააკეთე არჩევანი შვილებისთვის. გააკეთე არჩევანი თავისუფლებისთვის, რადგან, სხვა თუ არაფერი ერის მამამ დაგვიბარა: „თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა",

შეცვალე ხელისუფლება, თუნდაც იმიტომ, რომ ცხოვრების კანონზომიერებაა ცვლილება - მოძრაობა და არა სტაგნაცია. დიახ, თუნდაც იმიტომ რომ „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი…“

ძალა შენშია! ძალა ერთი ხმაა, რომელიც შენ გეკუთვნის! ძალა ერთობაშია!", - წერს მირცხულავა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა