მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს
მამუკა გამყრელიძე: სერბეთის ახალი ხელისუფლების პოზიცია რუსეთის მიმართ ევროკავშირისთვის სერიოზული გამოწვევაა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: „ლილო მოლის“ მეწილეებმა პოლიტიკურ პარტიებს 3.88 მილიონი ლარი შესწირეს, მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი ბიუჯეტიდან 50 მილიონზე მეტი მიიღეს

ქართველ მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძეს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ერთად, სახაროვის პრემია მიენიჭა

ნახვები: 250 ქართველ მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძეს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ერთად, სახაროვის პრემია მიენიჭა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ქართველ მოსამართლეს, გოჩა ლორთქიფანიძეს, 2026 წლის სახაროვის პრემია მიენიჭა. ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, აზრის თავისუფლებისთვის დაწესებული ჯილდო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, როგორც ინსტიტუციას, და მის 11 მოსამართლეს გადაეცა.

2026 წლის ლაურეატები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ გამოაცხადა.

ევროპარლამენტის განცხადებით, ჯილდო ხაზს უსვამს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობის მნიშვნელობას, მათ შორის საერთაშორისო დანაშაულების გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნასა და მართლმსაჯულების განხორციელებას.

„ყველა მათგანს აქვს მდიდარი კარიერა ეროვნული და საერთაშორისო პროკურატურის, მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სფეროებში, მათ შორის გენოციდის, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საქმეებზე, მსხვერპლთა უფლებებსა და ანგარიშვალდებულებაზე მუშაობის გამოცდილება“, – ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.

ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დაუსჯელობის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუციაა.

ICC მსოფლიოში პირველი მუდმივმოქმედი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოა, რომელიც რომის სტატუტის საფუძველზე მოქმედებს. მისი უფლებამოსილება მოიცავს გენოციდის, ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და აგრესიის დანაშაულის გამოძიებასა და შესაბამისი პირების სისხლისსამართლებრივ დევნას.

სახაროვის სახელობის პრემია აზრის თავისუფლებისთვის ევროპარლამენტმა 1988 წელს დააარსა. ჯილდო ყოველწლიურად ენიჭებათ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო სამართლის დაცვაში.

2026 წლის სახაროვის პრემიის გადაცემის ოფიციალური ცერემონია დეკემბერში, სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარული სესიის ფარგლებში გაიმართება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა